ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდით არა მხოლოდ გაიუმჯობესებთ სახის კანის ფერს და გუნება-განწყობას, არამედ მუცელი გაცილებით ბრტყელი გახდება. ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ ამის მიღწევა 2 დღეში არის შესაძლებელი!
2 დღის განმავლობაში იკვებებით ჩვეულებრივად. უბრალოდ, რაციონიდან უნდა გამორიცხოთ გაზიანი სასმელები, ცომეული და ტკბილეული.
დღე კი უნდა დაიწყოთ და დაასრულოთ სპეციალური დეტოქს-კოქტეილებით, რომელთა რეცეპტსაც ჩვენ შემოგთავაზებთ.
დილის დეტოქს-კოქტეილი
• ჭიქა წყალი
• 1 ს.კ. თაფლი
• ნახევარი ჩ.კ. დაფქული ჯანჯაფილი
• ნახევარი ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
• 1 ს.კ. ლიმონის წვენი
აადუღეთ წყალი, შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და დაასხით მდუღარე. გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე და დალიეთ.
საღამოს დეტოქს-კოქტეილი
• 2 პომიდორი
• 1 კბილი ნიორი
• 2 ს.კ. ლიმონის წვენი
• ჭიქა წყალი
დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი, გახსენით წყალში და დალიეთ ძილის წინ. მთავარია, ამის შემდეგ საჭმელი არ მიირთვათ.