გეჩვენებათ, რომ საკუთარ თავზე მუშაობის ფოტოების - ”...მდე” და ”შემდეგ” ადგილები შეცვლილია? არა, არ გეჩვენებათ, ყველაფერი თავის ადგილზეა.
ავსტრალიელი ლორა მაცა ფიტნესის მიმდევარი იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და საკუთარი სხეულით ამაყობდა, მაგრამ შვილის დაბადების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
”ვიყურებოდი სარკეში და ვერ ვიტანდი საკუთარ თავს.
მუცელი მოეშვა, წონაში საგრძნობლად მოვიმატე. უკვე აღარ ვგავდი იმ ქალებს, რომლებიც ჟურნალების გარეკანებიდან მოხდენილად იღიმიან.
ვეცადე, უწინდებურ ფორმაში ჩავმდგარიყავი, ვიცავდი დიეტას, ბევრს ვვარჯიშობდი.
შედეგად გულძმარვა მივიღე და საკუთარი თავისადმი სიძულვილი გამიჩნდა. ვიყურებოდი სარკეში და ვიმეორებდი: ”ეს სხეული არ იმსახურებს ახალ ტანისამოსს”.
რაღაც მომენტში დავფიქრდი, რა გამაჩნია და რისთვის ვიბრძვი:
1. ორი შესანიშნავი შვილი მყავს. სამყაროს ორი კარგი ადამიანი მოვავლინე. ეს ხომ უკვალოდ არ ქრება?
2. ორსულობის პერიოდში შემეძლო მეჭამა, რასაც მოვისურვებდი და ყველაფერი შესანიშნავად იყო.
3. ჩემი ქმარ-შვილი მაღმერთებს ისეთს, როგორიც ვარ. ქმარი ჩემ მიმართ არ შეცვლილა, ისევ ისეთი ნაზი და მოსიყვარულეა.
4. შემეძლო, დავმტკბარიყავი ცხოვრებით, ამის ნაცვლად თავს დიეტებით ვიტანჯავ. რისთვის? სილამაზის მიღებულ სტანდარტებს რომ შევესაბამებოდე? მაგრამ მე სტანდარტი არ ვარ და ეს ახლა ჩემი ცხოვრებაა, რომელსაც ფუჭად ვატარებ.
იმ მომენტში რაღაც შეიცვალა. მივხვდი, რომ აბსტრაქტული ფიზიკური ჯანმრთელობის დევნაში კინაღამ სულიერი ჯანმრთელობა დავკარგე.
საკუთარი თავის მიღებამ, ისეთი, როგორიც ვარ, შვება მომგვარა. დიახ, პირველი ფოტო მშობიარობამდეა გადაღებული, მეორე - მშობიარობის შემდეგ და მიუხედავად იმისა, რომ ფიტნეს-მოდელი არ ვარ, ამას ჩემს გამარჯვებად მივიჩნევ.
მე პირველ ფოტოზე: საკუთარი თავისადმი სიძულვილით გამსჭვალული ქალი კუჭის პრობლემებით.
მე მეორე ფოტოზე: ბედნიერი ქალი, რომელსაც გარს სამი მოსიყვარულე ადამიანი ახვევია კადრს მიღმა.
დიახ, ეს ნამდვილი გამარჯვებაა.