ფიქრობთ, რომ ძილის დროს წონაში დაკლება შეუძლებელია? დარწმუნებული ხართ, რომ მხოლოდ მკაცრი დიეტები და ვარჯიშები შველის? მაშინ, წაიკითხეთ ეს სტატია!
ძილის დიეტა - ერთ-ერთი ყველაზე რბილი და ამავდროულად სასარგებლო დიეტაა. მისი ავტორები ირლანდიელი მედიკოსები არიან, რომლებიც არამხოლოდ წონაში სტაბილურად დაკლებას (500 გრ კვირაში), არამედ, შესანიშნავ განწყობას გვპირდებიან.
დიეტის არსი
მოემზადეთ იმისთვის, რომ მოგიწევთ არამხოლოდ კვების რაციონის, არამედ, ცხოვრების წესის შეცვლაც. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ძილის უკმარისობა და გადაღლა - წონაში მომატების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.
1. დღის რეჟიმი
უნდა მიირთვათ დღეში 3-5-ჯერ, საკვების ბოლო მიღება - ძილის წინ 4 საათით ადრე, და დაივიწყეთ კლასიკური წესი ”არ მივირთვათ 6-ს მერე”. თუ 23.00-ზე იძინებთ, შეგიძლიათ მიირთვათ 19.00-ზე.
2. ფიზიკური აქტივობა
რეკომენდებულია სირბილი, ცურვა, იოგა, ველოსიპედი, ცეკვა, ფეხით სიარული, დღეში მინიმუმ 30 წუთი.
3. რისი მირთმევა შეიძლება
ბოსტნეულის პიურე-სუპები, ქათმისა და ინდაურის ფილე, ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები, ნატურალური წვენები, ბალახის ჩაი, სუფთა წყალი (დღეში 2 ლიტრი). გამორიცხეთ კოფეინის შემცველი პროდუქტები - ყავა, ჩაი, კოლა, შოკოლადი.
4. როდის დავიძინოთ?
უნდა დაწვეთ 23.00-ზე და გეძინოთ არანაკლებ 8 საათისა. მიაქციეთ ყურადღება, რომ საძინებელში სიბნელე და სიგრილე იყოს. გამორთეთ ყველა მოციმციმე გაჯეტი. ინტერნეტი ჩაანაცვლეთ წიგნით, დალიეთ თბილი რძე და დაიძინეთ.
5. ეფექტი
ეს გახლავთ კვების ხანგრძლივი სისტემა, რომლის დაცვაც მთელი ცხოვრების განმავლობაში შეგიძლიათ. თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, იყავით მზად, რომ კვირაში დაახლოებით 500 გრამს დაკარგავთ. თანდათანობით წონა ნორმაში ჩადგება და სტაბილური გახდება.