ქალები ასაკის მატებასთან ერთად წონაშიც იმატებენ. 20 წლის ასაკში წონაში დაკლება გაცილებით ადვილია, ვიდრე 30, 50 წლის ასაკში. ამას თავისი მიზეზები აქვს. ჩვენ გამოვავლინეთ 5 ყველაზე აქტუალური.
1. ნაკლებ ენერგიას ხარჯავთ
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ რომ ყოველი 10 წლის მატებასთან ერთად ადამიანის ენერგია 10 პროცენტით იკლებს. ნელდება ნივთიერებათა ცვლა, სისხლის მიმოქცევა, სუნთქვა. წონაში მატების (ქალებშიც და კაცებშიც) ერთ-ერთი მიზეზი ეს გახლავთ.
2. ჰორმონალური ფონის ცვლილება
ფეხმძიმობისას და ძუძუთი კვებისას ქალი წონაში იმატებს. იგივე ემართება კლიმაქსურ პერიოდშიც.
3. ფსიქოლოგიური
რაც უფრო იმატებს ქალი ასაკში, მით უფრო რუტინული ხდება მისი ყოველდღიურობა. 30 წლამდე ქალს უამრავი ინტერესი აქვს: სწავლა, კარიერა, ინტერესები, ოჯახი. წლების მატებასთან ერთად იკლებს სასიცოცხლო ტონუსი, ფიზიკური და საციცოცხლო აქტივობა. ამასთანავე, უმეტოსობა, მხოლოდ საკვებში პოულობს ნეტარებას, სიამოვნებას.
4. გენეტიკა
ზედმეტი კილოგრამების აკრეფას გენეტიკას ნუ დააბრალებთ. ჯესიკა ალბას სანათესავოში ყველა მსუქანი ჰყავს, მაგრამ თავად იბრძვის, რომ მათ არ დაემსგავსოს.
5. დიეტები
არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელიც ერთხელ მაინც არ ყოფილა დიეტაზე. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ დიეტა მავნებელია. მისი დასრულების შემდეგ ქალი გაძლიერებულად იკვებება. ამასთანავე, დიეტის დროს ორგანიზი აგროვებს ცხიმს, ანელებს ნივთიერებათა ცვლას. დიეტის დასრულებისთანავე კი იწყებს დაგროვილი ცხიმის "გადმოლაგებას".
როგორ მოვიქცეთ?
1. ასაკის მატებასთან ერთად შეამცირეთ ცხიმის მიღება. გაამდიდრეთ რაციონი ბოსტნეულით, რთული ნახშირწყლებით.
2. ჭამეთ ნელა, ახალგაზრდობიდანვე. იაპონელი ლამაზმანები ლუკმას დიდხანს ღეჭავენ, და 20 წლისას და 50 წლისას თითქმის ერთი წონა აქვს. ნელა ჭამის დროს კუჭი ტვინს 20 წუთში აწვდის სიგნალს რომ გამაძღარია და ადამიანი ბევრის ჭამას ვეღარ ახერხებს.
3. ფიზიკური აქტივობა. სირბილი, ცურვა, იოგა, რეგულარული ვარჯიში - არ მისცემს ორგანიზმს მოდუნების საშუალებას.
4. ნუ დაბერდებით სულით. ჰობი, ახალი გასართობი, აქტიური ცხოვრების რეჟიმი ფორმას შეგინარჩუნებთ.
5. კვების წესი. მდიდარი საუზმე და მსუბუქი ვახშამი და არა პირიქით.