მუცლის არედან ცხიმის მოსაცილებლად მხოლოდ ვარჯიში საკმარისი არ არის, ასევე საჭიროა სწორი კვება.
ცნობილია, რომ ზედმეტი წონა უამრავი დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება, მათ შორის, დიაბეტისა და გულის დაავადებების. იმ დროს, როდესაც ფიზიკური ვარჯიში სასარგებლოა ტონუსისთვის და კალორიების დასაწვავად, კვება და ბოსტნნეულის, წვენებისა და სხვა საკვები დანამატების კომბინაცია ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და ცხიმების უფრო ეფექტურ გამოდევნას.
ერთ-ერთი ასეთი სასარგებლო საშუალება გახლავთ ნივრის, ლიმონის წვენისა და თბილი წყლის კოქტეილი. ნიორი ცნობილია ქოლესტერინისა და კანქვეშა ცხიმის გამომდევნი თვისებებით. თბილ წყალში გახსნილი ლიმონის წვენი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. შეგიძლიათ ასევე დაამატოთ თაფლი.
ყაბაყს გამოჰყავს ტოქსინები. ამიტომ, აუცილებლად გაამდიდრეთ რაციონი ამ ბოსტნეულით.
მწვანე ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მისი დახმარებით შესაძლებელია ზედმეტი სანტიმეტრებისგან გათავისუფლება.
ვაშლის ძმარი შესანიშნავად უმკლავდება ზედმეტ ცხიმს. არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას. თუ მას ყოველდღიურ რაციონში ჩართავთ, ის შექმნის კუჭის შევსების შეგრძნებას და ჭამა ნაკლებად მოგინდებათ.
თბილ წყალში გახსნილი დარიჩინი და თაფლი უზმოზე, ასევე ეფექტურია ზედმეტ წონასთან ბრძოლისას.
საზამთრო მდიდარია ვიტამინებით, წყლით არის სავსე და დაბალკალორიულია. ის ავსებს კუჭს და მის მერე შიმშილის გრძნობა არ გაწუხებს.
ქონდარი ორგანიზმს ეხმარება ზედმეტი სითხის გამოდევნაში, რომელიც კუჭში გროვდება და მუცლის შებერილობას იწვევს.
არსებობს შესანიშნავი მიქსტურა ცხიმის დასაწვავად: კიტრის, წყლის, დაფქული ჯანჯაფილის, ლიმონისა და პიტნის ნარევი.
ნუში მდიდარია ანტიკოქსიდანტებით, ასევე, უჯრედისის წყაროა, რომელიც სწრაფად გვაძლევს დანაყრების შეგრძნებას.