ზედმეტი წონა და ჰორმონები - გაუთავებელი განსჯის საგანია ქალებისთვის. სხვადასხვა ასაკის ქალები ხშირად უკმაყოფილონი არიან შედეგით, მიუხედავად სათანადო მოვლისა და დიეტოლოგების რჩევების გათვალისწინებისა.
თუ ყოველ ახალ წელს ახალი შთაბეჭდილების გარდა, ზედმეტი კილოგრამები მოაქვს, დადგა დრო, მიაქციოთ ყურადღება ჰორმონალური ფონის მდგომარეობას. გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას თემაზე, თუ როგორ შეიძლება ზედმეტი წონის მოცილება თუ გავიგებთ, როგორ ზემოქმედებს ჰორმონები ჩვენს ორგანიზმზე.
ჰორმონალური ფონის ნორმალიზება
ქალის ორგანიზმს უამრავი რაოდენობის ჰორმონი მართავს. რა თქმა უნდა, ყველა ისინი აუცილებელია ლამაზი სხეულისთვის, მაგრამ არსებობს ქალური განსაკუთრებული ”ოთხეული”, რომლის ბალანსის დარღვევაც წონაში დაკლების საშუალებას არ იძლევა.
ესტორგენის დისბალანსი
ესტორგენი გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰორმონი, რომელიც ქალის გარეგნობას აყალიბებს და ჭამა-სმის რეაქციაზე არის პასუხისმგებელი.
მისი ბალანსის დარღვევა იწვევს ზედმეტ კილოგრამებს.
მდგომარეობის გამოსასწორებლად რაციონში ჩართეთ უჯრედისი: საკმარისია დღე-ღამეში 0,5 კგ ბოსტნეული, ასევე წითელი ხორცი.
ჭარბი ინსულინი
ინსულინი ორგანიზმში გლუკოზის მთავარი რეგულატორია. მისი ბალანსის დარღვევისას სისხლში შაქრის შემცველობაც ირღვევა, რაც ზედმეტ ცხიმს იწვევს.
მდგომარეობის გამოსასწორებლად, ჭამის წინ დალიეთ გაფილტრულ სუფთა წყალში დამატებული 2 ს.კ. ვაშლის ძმარი.
ჭარბი კარტიზოლი
კარტიზოლი გახლავთ სტრესის ერთ-ერთი ჰორმონი.
მისი ბალანსის დარღვევა იწვევს ჭამაზე საშინელ დამოკიდებულებას, განსაკუთრებით ტკბილეულზე.
მდგომარეობის გამოსასწორებლად, უარი თქვით კოფეინზე, რათა ორგანიზმში კარტიზოლის შემცველობა შეამციროთ.
დღე-ღამეში 2-ჯერ დალიეთ ლიმონიანი თბილი წყალი.
ანტიპონექტინის დეფიციტი
ანტიპონექტინი გახლავთ საკვანძო ჰორმონი ზედმეტი ცხიმისა და სისხლში შაქრის შემცველობის რეგულაციისთვის.
მისი დარღვევის დროს ირღვევა მეტაბოლური პროცესები.
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიირთვით სასწაულმოქმედი რეგულატორი - ფისტა! დამტკიცებულია, რომ ამ პროდუქტს შეუძლია აღადგინოს ანტიპონექტინის საკმარისი რაოდენობა.
დასკვნა მარტივია: ჰორმონალური ფონის ნორმალიზება - წონის სტაბილიზაციის საწინდარია.