უხარისხო პროდუქტები, კვების რეჟიმის დარღვევა, სტრესი - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ფაქტორებისა, რაც ზედმეტ წონას იწვევს. ამიტომ დღესდღეობით ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია.
გთავაზობთ ”ხავერდოვან” შიმშილობას, რომელიც ალფრედ ზიგანშინმა შეიმუშავა არამხოლოდ წონაში დასაკლებად, არამედ ორგანიზმის გასაჯანსაღებლად.
ზიგანშინის მეთოდის გამოყენებისას, საჭიროა გარგრის ჩირის ნაყენის დალევა. უმჯობესია, დისტილირებული წყალი აირჩიოთ. თუ ასეთი არ გაქვთ, გამოიყენეთ წყაროს წყალი ბოთლებში. მინერალური კი არ ივარგებს, მასში უხვად არის მარილები.
შიმშილობით მკურნალობა
პირველი დღე:
5-7 გარგრის ჩირს რამდენჯერმე ასხამთ მდუღარეს და ამ ვიტამინებით სავსე სასმელს მთელი დღის განმავლობაში სვამთ. დღის ბოლოს კი დარჩენილ ნაყოფს მიირთმევთ. გარგრის ნაყენის გარდა, პატარა ყლუპებით დალიეთ სუფთა წყალი. სითხის საერთო ჯამი - დღეში 2-3 ლიტრი.
ორგანიზმის მიკროელემენტებით მოსამარაგებლად, მიიღეთ 1 ჩ.კ. ზღვის კომბოსტო. გარდა ამისა, დღის განმავლობაში 1 კბილი ნიორი დაღეჭეთ ნაწილ-ნაწილ. ნივრის სამკურნალო ნივთიერებები მიკრობების საწინააღმდეგო ეფექტს ქმნის.
მეორე დღე:
განაგრძეთ გარგრის ნაყენის მიღება და დღის ბოლოს კვლავ მიირთვით ნაყოფი. ამას ემატება 1 ფორთოხალი, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ მიირთმევთ. ნიორი და ზღვის კომბოსტოს ფხვნილი და წყალიც წინა დღის მსგავსად გაიმეორეთ.
მესამე და მეოთხე დღე:
შიმშილობა მხოლოდ წყალზე (2,5 – 3,5 ლიტრი დღეში)
5-14 დღე:
ციკლი მეორდება.
15-21 დღე:
შიმშილობა გამოირიცხება, მიირთვით კვლავ გარგრის ნაყენი და ფორთოხალი. კვირის ბოლოს დაამატეთ თხელი ფაფები და გახეხილი მოხარშული ბოსტნეული. ეს საკმარისია, რომ მომდევნო რამდენიმე დღე ნორმალურ კვებას დაუბრუნდეთ. ამგვარად შიმშილობიდან გამოხვალთ ყოველგვარი სტრესის გარეშე.
მნიშვნელოვანია, მიღწეული სამკურნალო ეფექტი შეინარჩუნოთ სწორი კვების რეჟიმის დახმარებით. შეზღუდეთ მარილისა და ტკბილეულის მოხმარება.