წონაში დაკლების უამრავ სისტემას შორის რთულია იპოვო ის, რაც შენს ორგანიზმს მოუხდება და ეფექტურ შედეგს მოგცემს. დიეტა ”6 ფაფა” კვების სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რადგან მისი სასარგებლო თვისებები თვალნათელია.
დიეტა 7 დღეზეა გათვლილი და საკმაოდ კომფორტულია. ეს გახლავთ ბიუჯეტური კვება, რომელიც დიდ დანახარჯსა და დროს არ მოითხოვს.
წონაში დასაკლები ფაფები
ფაფები ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის: უჯრედისი, ვიტამინები და მიკროელემენტები, ნახშირწყლები და ცილები შესანიშნავი საფუძველია წონაში დასაკლებად.
”6 ფაფის” პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ 6 დღის განმავლობაში ფაფის ერთი სახეობით უნდა იკვებოთ (ყოველდღე განსხვავებული ფაფა), უნდა დაიცვათ მკაცრი განრიგი, მეშვიდე დღეს კი სხვადასხვა ბურღულეულის ნარევი უნდა მიირთვათ.
დიეტა ”6 ფაფის” მენიუ
ორშაბათი - ხორბლის ფაფა.
სამშაბათი - ხორბლის ფაფა.
ოთხშაბათი - შვრიის ფაფა.
ხუთშაბათი - ბრინჯი.
პარასკევი - ქერის ფაფა.
შაბათი - ფეტვის ფაფა
კვირა - ჩამოთვლილი ბურღულეულის ნარევის ფაფა.
დაიწყეთ დიეტის დაცვა ორშაბათიდან. ამისათვის კვირა საღამოს მოამზადეთ ფაფის პირველი სახეობა (ხორბალი). დაასხით ხორბალს მდუღარე წყალი პროპორციით 1:3, მოხარშეთ 5 წუთით, შეფუთეთ პირსახოცში და დააყენეთ. დილით უზმოზე დალიეთ თბილი წყალი ლიმონით, 20 წუთის შემდეგ კი საუზმეს შეუდექით.