ზედმეტი წონის დაკლებას ხან საახალწლოდ ვაპირებთ, ხან საზღვაო სეზონის დაწყებისთვის, ორშაბათიდან, პირველი რიცხვიდან და ა.შ... მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც მოინდომეს და საოცარ შედეგს მიაღწიეს.
კეიტი, მინუს 55 კილო 9 თვეში
ზედმეტი წონა დიდი ხნის მანძილზე აწუხებდა, შემდეგ ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახა... კეიტმა თავდაპირველად ულუფები შეამცირა. პირველივე კვირაში 8 კილო დაიკლო. კალორიების დათვლით და ვარჯიშის შედეგად კი 9 თვეში 55 კილოს გამოეთხოვა; ახლა ის ფიტნეს ფანატიკოსია, დღეში 2 საათი ვარჯიშობს და ფიზკულტურის მასწავლებლის კურსებიც გაიარა.
რეიჩელ გრემი, მინუს 40 კილო 9 თვეში
"წონის დაკლება ყოველდღიური რუტინული სამუშაოა: კალორიების თვლა, ჯანსაღი კვება და ფიზიკური ვარჯიშები. სანამ ამ ფორმულის სისწორეში დავრწმუნდებოდი, უამრავი მეთოდი ვცადე. მოძებნეთ კარგი დიეტოლოგი, მწვრთნელი და იმუშავეთ სასურველის მისაღწევად."
რეგინა, მინუს 58 კილო 3 წელიწადში
თავდაპირველად მავნე საკვებზე თქვა უარი, შემდეგ ფიტნეს გაკვეთილები გადმოწერა და ყოველდღე აკეთებდა. შემდეგ სპორტდარბაზში ჩაეწერა, სწორ კვებაზე გადავიდა. დღეში ხუთჯერ იკვებება: საუზმე, სადილი, ვახშამი და წახემსება მათ შორის.
ჯილი, 89 კილო 4 წელიწადში
არ საუზმობდა და მუდამ ჭამდა ჩიფსებს, შოკოლადს და სხვა სასუსნავს. ახლა ფაფით და ხილით საუზმობს, ფასტფუდი სალათითა და გამომცხვარი კარტოფილით ჩაანაცვლა.
კლერი, მინუს 15 კილო 6 თვეში
ბრიტანელი ტელეწამყვანი კლერ ნასირი 6-თვიანი ვარჯიშის შემდეგ 15 კილოსგან გათავისუფლდა.
მელისა, მინუს 106 კილო 3 წელიწადში
წონის დაკლების ონლაინ-ვარჯიშებში ჩაერთო. შეამცირა ულუფა, უარი თქვა მავნე პროდუქტებზე და ჯანსაღი საკვების ჭამა დაიწყო. თავიდან დღეში 5 წუთს ვარჯიშობდა და ნელ-ნელა ერთ საათამდე გაზარდა.
ჯეიდი, მინუს 45 კილო 1 წელიწადში
მავნე საკვები ხილითა და დაბალკალორიული პროდუქტით ჩაანაცვლა. ვახშამი მინიმუმამდე შეამცირა, დღიური რაციონი - 3000 კალორიიდან 1500-მდე. წელიწადში 45 კილო დაიკლო. "ფეხით დავდივარ ყოველდღე და საოჯახო საქმესაც თავად ვაკეთებ".
ლინდსი, მინუს 90 კილო 2 წელიწადში
წონის დასაკლებად რაციონი 4 ათასი კალორიიდან 700-მდე შეამცირა, ყოველდღიურად ვარჯიშობდა, პირველი თვეში დაიწყო წონაში კლება და 2 წელიწადში 90 კილოს გამოეთხოვა.