ზედმეტი კილოგრამების დაკლება ყველას სურს. გთავაზობთ დიეტას, რომელიც ზიანს არ მიაყენებს თქვენს ორგანიზმს. შიმშილი და კვებაში შეზღუდვა არ გელით.
ყველაზე სწრაფი დიეტა
უარის თქმა მოგიწევთ ხორცეულზე - ვეგეტარიანულ საკვებზე უნდა გადახვიდეთ. ვადა - 1 კვირა.
აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი რეკომენდებულია ჭარბწონიანი ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემა აწუხებს.
1. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცისა და თევზის ყველა კერძი. გადადით ფაფებზე, ხილსა და ბოსტნეულზე.
2. გაამდიდრეთ რაციონი ქატოთი. მას შეგიძლიათ მიაყოლოთ წყალი, კეფირი ან ჩაი. აგრეთვე, კერძებზე დამატება გამოიყენოთ.
3. თუ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, ფიზიკურად უნდა გააქტიურდეთ. დილა-საღამოს 15 წუთი უნდა ივარჯიშოთ.
ამ დიეტისთვის მკაცრი მენიუ არ არსებობს. კვებისას გაითვალისწინეთ პროდუქტების კალორიულობა.
მიმართვა:
1. საუზმეზე შეგიძლიათ მიირთვათ შვრიის ან სხვა რომელიმე ფაფა. გეკრძალებათ მხოლოდ მანანის ბურღულის. დაუმატეთ ქატო, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი (შაქარი არა). ვაშლი, მსხალი ან რამდენიმე ყურძნის მარცვალი - სურვილისამებრ.
ბანანი, ავოკადო და სხვა მსუყე ხილის ჭამა გეკრძალებათ. საუზმე დაასრულეთ უშაქრო ბალახის ჩაით ან ყავით. საუზმის კალორიულობა 200 კკალ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
2. მეორე საუზმეზე შეგიძლიათ მიირთვათ 3-4 ცალი პატარა ვაშლი ან ლეღვი, ნახევარი გრეიპფრუტი ამ საშუალო ზომის მსხალი. შეუზღუდავად შეგიძლიათ მიირთვათ უშაქრო ჩაი.
3. სადილზე შეჭამეთ 300 მლ ბოსტნეულის წვნიანი. შეგიძლიათ ქათმის ან თევზის ნახარშზე მოამზადოთ. მარილი - ზომიერად. კალორიულობამ 270-330 კკალ-ს არ უნდა გადააჭარბოს.
4. სამხარზე მიირთვით 200 მლ კეფირი ან უცხიმო იოგურტი.
5. ვახშამზე მოიმზადეთ სალათა - ჭარხლით, შავი ქლიავითა და სტაფილოთი. შეგიძლიათ სტაფილოსა და გახეხილი ვაშლის სალათა მოიმზადოთ და პეკინური კომბოსტო დაუმატოთ. სურვილისამებრ, სალათას შეგიძლიათ 1 ს/კ თაფლი დაუმატოთ.
ორგანიზმის გამაჯანსაღებელ-გასახდომ დიეტას 7 დღეზე მეტხანს ნუ გააგრძელებთ. სურვილის შემთხვევაში, გასტროენტეროლოგთან ან თერაპევტთან შეათანხმეთ.