ბრიტანელი ტრენერი და სხეულის აგებულების სპეციალისტი ჯეიმს დუგიანი აცხადებს: მუცლის წარმოქმნის პრობლემის აღმოფხვრა იოლია!
დასაწყისისთვის ჩაიხედეთ სარკეში პროფილით. ნუ შეიწევთ მუცელს, ნუ გაიმართებით მხრებში, დადექით კომფორტულად. ახლა კი შეხედეთ ნახატებს: რომელი ტიპის მუცელი გაქვთ?
დიდი ალბათობით, მჯდომიარე სამსახური გაქვთ, დიდხანს ატარებთ კომპიუტერთან, გიყვართ ტკბილეული და ჭიქა ღვინოსაც მიირთმევთ.
რა გამოასწორებს მდგომარეობას:
ალკოჰოლი თქვენი მტერია. ზედმეტი ნახშირწყლები, შაქარი, შედეგად - ცხიმის ნადები. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი ჩადექით რეჟიმში: კვირაში 2-4 ჭიქა ღვინო.
შაქარი-მარილი - 1 თვის განმავლობაში აკრძალულია.
გაამდიდრეთ რაციონი სასარგებლო ცხიმებით: თევზი, კვერცხი, თხილი და ავოკადო.
ბევრი იარეთ ფეხით.
რა გამოასწორებს მდგომარეობას:
ნუ დალევთ 2 ჭიქა ყავაზე მეტს დღეში.
დაამატეთ რაციონში მაგნიუმი: გამოდგება მაგნიუმით მდიდარი წყალი, მიირთვით ბევრი მწვანე ბოსტნეული და თხილი.
რა გამოასწორებს მდგომარეობას:
გააჯანსაღეთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: მიირთვით იოგურტი და კეფირი, დიდი ოდენობით ბოსტნეული და პრობლემა გაქრება.
ნუ შეასრულებთ ჩაჯდომებს. ეს ვარჯიში დამატებით დატვირთვას აძლევს ზურგს. გამონაკლისი - თუ პროფესიონალ ტრენერთან ვარჯიშობთ. დამოუკიდებლად - არავითარ შემთხვევაში. კუნთების გასამაგრებელი სავარჯიშოები კი სავალდებულოა.
რა გამოასწორებს მდგომარეობას:
ყოველდღიურად შეასრულეთ პრესისა და ზურგის კუნთების მარტივი ვარჯიში.
შეცვალეთ საზიანო ცხიმები სასარგებლოთი: მიირთვით თხილი, ზეითუნის ზეთი და ზეთისხილი ყოველდღე.
შესწიეთ მუცელი ყოველ ჯერზე, როცა გაგახსენდებათ - ეს კუნთებს ტონუსს უბრუნებს და დაღლას აგარიდებთ.
რა გამოასწორებს მდგომარეობას:
გამორიცხეთ 1 კვირის განმავლობაში პური, მაკარონი, საკონდიტრო ნაწარმი, პიცა, ნამცხვრები, ალკოჰოლი, ბურღულეული, რძე, საფუარი.
ისაუზმეთ. მუცლის შებერილობის მიზეზი გახლავთ საუზმის გამოტოვება, მაგრამ სრულფასოვნად ვახშმობა. დალიეთ მეტი წყალი.
დაბოლოს, პრობლემა შესაძლოა ნაწლავური მიკროფლორის დარღვევაში იყოს. დალიეთ პრობიოტიკები, მიირთვით არაჟანი, კომბოსტო, ხახვი, ნიორი. 2 კვირის შემდეგ შეაფასეთ შედეგი.
თუ სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ, იპოვეთ საკვები ალერგენი სპეციალისტის დახმარებით. ყველაფერი კარგად იქნება!