თუ ხშირად ცივდებით და ავადმყოფობთ, ადვილად იღლებით და სუსტად გრძნობთ თავს, ხშირად გეყინებათ ხელ-ფეხი, გეყოფათ ფრჩხილები და გცვივათ თმა, შესაძლოა, ამ ყველაფრის მიზეზი დაბალი ჰემოგლობინი და, საზოგადოდ, ორგანიზმში რკინის დეფიციტი იყოს.
რკინა მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან ჰემოგლობინის შემადგენლობაში შედის და მას ჟანგბადის ყველა უჯრედთან მიტანაში ეხმარება.
სისხლში ჰემოგლობინის დონის ასაწევად და ნორმაში მის შესანარჩუნებლად საკვებიდან ყოველდღიურად უნდა მივიღოთ 1,5 მგ რკინა. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ორგანიზმი ამ გზით მიღებული რკინის მხოლოდ 10%–ს ითვისებს, ამიტომ 10-ჯერ მეტი ანუ 15 მგ რკინის „შეჭმაა“ საჭირო.
საიდან მოვიტანოთ ეს მნიშვნელოვანი მიკროელემენტი?
ჰემოგლობინის დეფიციტით გამოწვეული ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად დიეტოლოგები რაციონში რკინით მდიდარი საკვების შეტანას გვირჩევენ. გირჩევთ, გულდასმით წაიკითხოთ და დაიმახსოვროთ დაბალი ჰემოგლობინის დროს რეკომენდებული პროდუქტების ჩამონათვალი. ამ ნუსხაში მთავარი ადგილი ხორცის პროდუქტებს უკავია: ღვიძლს, თირკმელებს, ენას. შემდეგ მოდის წიწიბურა, ლობიო, მუხუდო, შოკოლადი, თეთრი სოკო, მოცვი. ამ პროდუქტებში რკინა ბევრია - 100 გრამში 4 მგ-ზე მეტი.
2-4 მგ-ს შეიცავს ძროხის ხორცი, ცხვრის ხორცი, კურდღლის ხორცი, კვერცხი, შვრიის ბურღული, ხორბალი, ვაშლი, მსხალი, ხურმა, ლეღვი, კომში, შინდი, ისპანახი, კაკალი.
რკინის ზომიერად (1-1,9 მგ) შემცველი პროდუქტებია ღორის ხორცი, ქათმის ხორცი, მოხარშული ძეხვი, ყველი, სარდელი, სკუმბრია, სტავრიდა, ქაშაყი, ხიზილალა, უმაღლესი ხარისხის ფქვილის პური, ქერის ბურღული, მანანის ბურღული, ბრინჯი, კარტოფილი, მწვანე ხახვი, ბოლოკი, ჭარხალი, მჟაუნა, საზამთრო, ნესვი, ქლიავი, ბროწეული, ალუბალი, მარწყვი, ჟოლო, შავი მოცხარი.
მცირე რაოდენობით რკინას (0,4-0,9 მგ) შეიცავს თევზი, თაფლი, ბადრიჯანი, გოგრა, ატამი, ლიმონი, ყურძენი, გარგარი, ალუბალი, ხურტკმელი, შტოში. გაგრძელება