არსებობს ჩვევები, რომლებიც ზედმეტი წონის მოშორებაში დაგეხმარებათ.
პირველი ჩვევა
თუ ძილს იკლებთ, 385 კალორიით მეტს იღებთ. ეცადეთ, ნაკლებცხიმიანი, ტკბილი და მარილიანი საკვები ჭამოთ და რაც მთავარია, გამოიძინეთ.
მეორე ჩვევა
ორგანიზმი ნელ-ნელა ეჩვევა იმ ფიზიკურ დატვირთვას, რასაც მას ვუნიშნავთ. ამიტომ ჯერ 1-2 ვარჯიში შეასრულეთ და დატვირთვა ნელ-ნელა გაზარდეთ. მიხვდებით, როგორ გთხოვთ ორგანიზმი ვარჯიშს. შედეგად, წონაში დაიკლებთ.
მესამე ჩვევა
- საუზმეზე ან ხორცი, ან კვერცხი
საუზმე აუცილებლად უნდა იყოს ცილოვანი. კუნთოვანი სისტემისთვისაც კარგია და მისი გადამუშავებისას ორგანიზმში ზედმეტი ცხიმიც დაიწვება.
მეოთხე ჩვევა
არ გამოტოვოთ, თორემ დაიგროვებთ ცხიმს, შეანელებთ მეტაბოლიზმს და შემდეგ ჯერზე უფრო მეტს შეჭამთ.
მეხუთე ჩვევა
განსაკუთრებით, თუ ჭამით მშვიდდებით. ისწავლეთ სტრესთან გამკლავება. მიიღეთ თბილი აბაზანა, გაიხსენეთ ხელსაქმე.
მეექვსე ჩვევა
- საღამოს უარი ცხიმიან საკვებს
ცხიმიანი და ტკბილი საკვები მავნე საკვებია ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით, საღამოს, როცა აქტივობა შენელებულია. ღორის ხორცი და ცხიმი ჩაანაცვლეთ ზეითუნის ზეთით და თხილეულით.