ტოპ-მოდელები იძულებულები არიან, გარკვეულ დიეტაზე იყვნენ, რომ სხეულის ლამაზი ფორმები შეინარჩუნონ.
ისინი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და კვების რაციონსაც აკონტროლებენ, რომელიც მდიდარი უნდა იყოს მიკროელემენტებითა და ვიტამინებით.
როგორ ახერხებენ ამას?
1. კენკრა და იოგურტი
კენკრაში ბევრი სასარგებლო ვიტამინია, რძემჟავა საკვები კი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმების დაგროვებას.
2. ჰუმუსი
დაჭრილი ბოსტნეული ჰუმუსთან ერთად ძალიან გემრიელი კერძია. ჰუმუსის შემადგენლობაში შედის ცილა, კალცი, მაგნიუმი, კალიუმი, ვიტამინები А, В1, В2, В6 და С. მისი კალორიულობა არის 160 კკალ - 100 გრამზე.
3. პომიდორი
ყოველთვის, როცა მოგშივდება, გამოიყენე ტოპ-მოდელების რჩევა: პომიდორი შეგიძლია შეჭამო ყოველთვის! ის შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს და ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას კანის უჯრედებში. მდიდარია С ვიტამინით და თითქმის არ შეიცავს კალორიებს. გაგრძელება