წონის კორექციის პრობლემა ძალზე ბევრი ადამიანისთვისაა აქტუალური, ეს არახალი ამბავია.
თუმცა, ადამიანების დიდ ნაწილს ძალიან უჭირს ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა, რისი მიზეზიც ძალზე ხშირად ჩვენი ხასიათის თავისებურებებიც გახლავთ ცხოვრების არაჯანსაღ წესთან ერთად. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშნისთვის არსებობს კონკრეტული მოტივაცია საიმისოდ, როგორ დაიკლოს მარტივად და უმტკივნეულოდ წონაში...
ვერძის მოტივაციას წონის კლებისას სიყვარული წარმოადგენს. საკმარისია, ამ ცეცხლოვანმა და ენთუზიასტმა ადამიანმა ინტერესის ახალი ობიექტი გაიჩინოს, რომ უმალ იწყებს მისთვის საკუთარი უნიკალურობის დამტკიცებას, რაც ხშირად გამოიხატება საკუთარი გარეგნობის "გამოძერწვაში". მოუხდება "იაპონური დიეტა"
კუროს მოტივაცია წონის კლებისას, არც მეტი, არც ნაკლები - "გემრიელი დიეტაა". კუროებს ასტროლოგები ურჩევენ, შეადგინონ ახალი კვების რაციონი, რომელიც დიეტური, მაგრამ გემრიელად მომზადებული კერძებით იქნება გაჯერებული. შიმშილით კურო წონაში ვერასოდეს დაიკლებს. მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით

ტყუპისთვის წონის კლების მოტივაცია შესაძლოა ინფორმაცია გახდეს. მან აუცილებლად უნდა მოიძიოს სხვადასხვა ტიპის ლიტერატურა ჯანსაღი კვების საკითხებზე. თუკი ტყუპს საინტერესო ინფორმაცია ექნება წასაკითხი, აუცილებლად შეეცდება, ეს ყველაფერი პრაქტიკაშიც გამოიყენოს. 13 ნაცადი წესი, დაიკლოთ წონაში და აღარასოდეს მოიმატოთ

კირჩხიბს ასტროლოგები ურჩევენ, საიმისოდ, რომ წონაში დაიკლოს, აუცილებლად უნდა შეწყვიტოს თავის შეცოდება. ძალიან ბევრი კირჩხიბის შემთხვევაში ზედმეტი წონა სტრესს და საკუთარი თავის გამუდმებულ დადანაშაულებას უკავშირდება. ურიგო არ იქნებოდა მისთვის ფსიქოლოგთან ვიზიტიც, რომელიც კირჩხიბს საკუთარი თავის რწმენის ამაღლებაში დაეხმარება. შიმშილის ჰორმონი - როგორ ვაკონტროლოთ მადა

ლომისთვის წონის კლების საუკეთესო მოტივაცია სახალხო "ბულინგია". დიახ, დიახ, არ მოგესმათ, ზუსტადაც რომ ბულინგი. ლომები გასაოცრად თავმოყვარე ადამიანები არიან. ამიტომ, თუკი მას ვინმემ ხალხში და ხმამაღლა არ უთხრა, რომ ძალიან არის გასუქებული, ლომი არასოდეს იფიქრებს საპირისპიროს დამტკიცებაზე. მან 46 კგ იმით დაიკლო, რომ ყოველდღე სეირნობდა

ქალწულისთვის წონის კლების მთავარი მოტივაცია არის ეკონომია. თუკი ქალწული დაჯდება და დათვლის, რამდენ ფულს დაზოგავს ჯანსაღი კვების გრაფიკზე გადასვლის შემთხვევაში, ის აუცილებლად ეცდება, გახდეს. გავხდეთ სწრაფად მაწვნის დიეტით

სასწორისთვის წონის კლებისას გადაულახავი დაბრკოლებაა ტკბილეული. საქმე იმაშია, რომ სასწორებს ცხოვრება არ შეუძლიათ ტკბილეულის გარეშე. თუმცა მისთვის წონის კლებისას მოტივაციად შეიძლება იქცეს ახალი ლამაზი სამოსი, რომელშიც იგი მხოლოდ რამდენიმე კილოგრამის დაკლებისას ჩაეტევა. ჭამე და გახდი: სელენა გომესის იდეალური სხეულის საიდუმლო

მორიელისთვის წონის კლების მოტივაცია არ არსებობს. მან თვითონ უნდა იგრძნოს, რომ მობეზრდა ასეთ კონდიციაში ცხოვრება. მორიელები მაქსიმალისტები არიან. ამიტომ თუკი ამ ადამიანმა მიზნად დაისახა, რომ უნდა გახდეს, ის აუცილებლად შეძლებს ამას. მინუს 10 კილო 10 დღეში - სასმელი, რომელიც წარმოუდგენელ შედეგს იძლევა!

უნდა ვაღიაროთ, რომ ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს შორის მშვილდოსნებს ყველაზე მეტად უჭირთ ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა. მშვილდოსნები გურმანები არიან. ამასთან ერთად, არაფერში იციან ზომა წონა - მათ შორის არც ჭამაში. ერთადერთი გამოსავალი მშვილდოსნისთვის არის სპორტი ან მისი საყვარელი ხეტიალი. ცხიმის წვა და წონის კლება გრეიპფრუტის წარმოუდგენლად ეფექტური დიეტით

თხის რქები იშვიათად უჩივიან ჭარბ წონას. თუმცა, თუ ისე მოხდა, რომ იმატებენ წონაში, უჭირთ ხოლმე კილოგრამებთან ბრძოლა დეპრესიული ხასიათის გამო. თხის რქას წონის კლებაში კარიერა და პროფესიული მიღწევები მისცემს სტიმულს.

წიწიბურა + კეფირი = დუეტი, რომელიც სასწაულებს ახდენს

მეწყული ძალზე ხშირად უჩივის ზედმეტ კილოგრამებს. იმიტომ რომ ამ ხალხს არც ვარჯიში უყვარს, არც სეირნობა და ფეხით სიარული. თუმცა, როგორც წესი, მერწყულები ხშირად მოტივაციას წონის კლებისთვის მეგობრებში პოულობენ. ამიტომ ხშირად მიმართავენ დიეტებს ჯგუფურად. 6 ეფექტური ვარჯიში "გალიფეს" წინააღმდეგ

თევზები როგორც წესი, წონასთან პრობლემებს მარტო იშვიათად უმკლავდება, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სტრესს ცხოვრებაში. მას აუცილებლად სჭირდება სულიერი გამამხნევებელი და მოტივატორი. რომლის როლშიც ხშირად მეორე ნახევრები გვხვდებიან ხოლმე. ლიმონიანი წყლის დიეტა - მინუს 10 კგ 2 კვირაში!