დუკანის დიეტა და გემრიელი პროდუქტები, რომლებიც ამ დიეტის დროს დაშვებულია
 დუკანის დიეტა და გემრიელი პროდუქტები, რომლებიც ამ დიეტის დროს დაშვებულია
როგორ დავიცვათ დუკანის დიეტა მარტივად ცხოვრებაში არის მომენტები, როცა საკუთარი თავი უნდა დაამარცხო. მათ კი, ვინც ამ დროს გვერდში გიდგას, განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. ალბათ, ახლა იფიქრებთ, რომ ჩემთვის ეს დამხმარე ბავშვობის მეგობარი ან მეუღლეა. მაგრამ არა! ეს არის “დუკანი“ და ”ნიკორა”.

თავიდან დავიწყებ...

მშობიარობის შემდეგ ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა. წონაში ისედაც მომატებულმა ყოველ ღამით გვიან ჭამა დავიწყე. იმის მაგივრად, რომ ფორმის დაბრუნებაზე მეზრუნა, უფრო და უფრო ვიმატებდი. ჩემი მეგობარი ყოველდღე სხვადასხვა დიეტას მიგზავნიდა და ყველანაირად მამხნევებდა, რომ დიეტა დამეწყო. მე კი ნებისყოფა არ მყოფნიდა. ერთ დღეს კი მისგან საოცარი ”სქრინი” მივიღე. წონით ჩემსავით შეწუხებული ერთ-ერთი გოგონა ”დუკანის დიეტა საქართველოს” ჯგუფში კითხულობდა, მართლა შეიძლებოდა თუ არა ამ დიეტის დროს ”ნიკორას” პროდუქციის მირთმევა.




ჯერ გამეცინა და ვიფიქრე, დიეტა რა დიეტაა, თუ ”ნიკორას” გემრიელობებს შევჭამ-მეთქი. ცნობისმოყვარეობამ მაინც მძლია და პასუხებს ჩავყევი. გაოცებული ვკითხულობდი აღფრთოვანებული მომხმარებლების კომენტარებს, რომლებიც წერდნენ, რომ დიეტის დროს ქათმის შაშხს, ქათმის ძეხვს, გრილზე შემწვარ და შებოლილ ქათამსაც კი მიირთმევდნენ.



ალბათ, მიხვდით, რომ ჩემს ცხოვრებაში დადგა მომენტი, როცა მტკიცედ გადავწყვიტე, საკუთარი თავი დამეძლია. ამაში კი ”დუკანის დიეტა” და ”ნიკორა” უნდა დამხმარებოდნენ.



შეტევა, კრუიზი, განმტკიცება და სტაბილიზაცია - სწორედ ეს მელოდა წინ.

მეშინოდა, რომ ვერ შევძლებდი, მაგრამ ბევრი მოტივატორი მაიძულებდა, არ დავნებებულიყავი. ვფიქრობდი მეგობარზე, რომლისთვისაც იმედი არ უნდა გამეცრუებინა, მეუღლეზე, რომლისთვისაც ისევ ძველ ფორმაში უნდა ჩავმდგარიყავი და საკუთარ თავზე, რომლისთვისაც უნდა დამემტკიცებინა, რომ მე დიდი ნებისყოფა მაქვს.

ალბათ, გაგეცინებათ, მაგრამ ჯერ ”ნიკორაში” წავედი, მოვიმარაგე ყველა საჭირო პროდუქტი და მეორე დღეს დავიწყე ”დუკანის დიეტა”. თავად დიეტა კი შემდეგნაირად გამოიყურება:

პირველი ფაზა გახლავთ „შეტევა“, რომელიც დაახლოებით 5-10 დღე გრძელდება. ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კგ-ის დაკლება გსურთ. ამ დროს დაიშვება შემდეგი პროდუქტები:

ხორცეული: სტეიკი, ძროხის სუკი, ჩალაღაჯი, ენა, ხბოს ესკალოპი, ნეკნები, ღვიძლი, უცხიმო ლორი, უცხიმო ბეკონი, ქათმის და წიწილის ხორცი, კურდღლის ხორცი, ინდაურის უცხიმო ხორცი, მწყერი.



თევზეული: სკუმბრია შებოლილი, ხეკი, კეფალი, ბარაბული, სარდინი, ორაგული, კიბორჩხალას ჩხირები, თინუსი.



ზღვის პროდუქტი: კალმარი, მოლუსკი, კიბორჩხალა, კრევეტები, ხამანწკა, მოლუსკი, რვაფეხა.

რძის პროდუქტები: ცხიმიანობა 2 %-მდე. კეფირი, უცხიმო ყველი, რძე, უცხიმო იოგურტი, მაწონი, უცხიმო ხაჭო.

მეორე ფაზა - მონაცვლეობა, ანუ „კრუიზი“.

ამ ფაზაში მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადახვიდეთ, თუ პირველი ეტაპის შემდეგ სასურველ წონას ვერ მიაღწიეთ. ისინი, ვინც შედეგი მიიღო, პირდაპირ მესამე ფაზაში გადადიან.

ბედნიერება იყოს ჩემთვის იმის აღმოჩენაც, რომ მეორე ფაზაში დაშვებული იყო პირველი ფაზის ყველა პროდუქტის გამოყენება, რაც კიდევ უფრო გამიადვილებდა დიეტის დაცვას. მეორე ფაზას ემატებოდა ბოსტნეული: სატაცური, ჭარხალი, ბროკოლი, კომბოსტო (ნებისმიერი სახეობა), სტაფილო, ნიახური, კიტრი, ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, ცერეცო, ხახვი, წიწაკა, გოგრა, მწვანე სალათი, პომიდორი, ისპანახი, მჟაუნა, პრასი, ბოლოკი. მცენარეული ზეთი, სელის თესლი, ხორბლის ქატო,
You must have Flash Player installed in order to see this player.
კიტრის მწნილი, კაკაო.

აქვე აღვნიშნავ, რომ მესამე ფაზაა - „განმტკიცების“

ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კგ დაიკელით. თითოეულ დაკლებულ 1 კგ-ზე უნდა დახარჯოთ მესამე ფაზის 10 დღე. მაგალითად, თუ დაიკელით 5 კგ, განსამტკიცებლად დაგჭირდებათ 50 დღე.

მეოთხე ფაზა - სტაბილიზაცია

ეს ფაზა საჭიროა დაკლებული წონის სტაბილურად შენარჩუნებისთვის. შემდეგი 2 წესის დაცვის შემთხვევაში, წონაში არასოდეს მოიმატებთ: მიირთვით დღეში 3 ს/კ შვრიის ქატო და ხუთშაბათობით მოაწყეთ მხოლოდ ცილების დღე.

კომენტარები (3)
ია
რა აბდაუბდაა
ქეთო
უმორჩილესად გთხოვთ დამიწერეთ გარკვევით ,ვერ ვიგებ ეს ყველაფერი შემიძლია ვჭამო თუ ერთი სახეობა ავარჩიო
111
,,განმტკიცება" გავიგეთ დღეების რაოდენობა და რას ვაკეთებთ, როგორ ვიკვებებით?
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
13 ნაცადი წესი, დაიკლოთ წონაში და აღარასოდეს მოიმატოთ
12:10 / 18-05-2017
თუ გგონიათ, რომ ზედმეტი კილოგრამების დაკლება რთულია, ცდებით. აგრეთვე მცდარია მოსაზრება, რომ მომავალში მათ ისევ "აკრეფთ".
რა საფრთხეს შეიცავს ვახშამი 19:00 სთ-ის შემდეგ?
15:46 / 16-05-2017
გვიან საკვების მიღების შემდეგ წნევა არ ქვეითდება, რაც სახიფათოა.
ინგლისური დიეტა. 21 დღე - და მზად ხართ პლაჟის სეზონისთვის!
14:39 / 16-05-2017
დიეტა 21-დღიანია და შესაძლებელია 10-15 კგ-ის დაკლება.
იდეალური დიეტა, რომელმაც მსოფლიო სენსაცია მოახდინა!
15:03 / 09-05-2017
დიეტა-სენსაცია (როგორც მას უწოდეს) ზომიერად დაბალკალორიულია და საკმაოდ ხანგრძლივი. მისი დაცვა 3 კვირამდე შეიძლება. დიეტის ავტორები ირწმუნებიან, რომ კვირაში 3-5 ზედმეტი კილოგრამის მოცილება არის შესაძლებელი, 3 კვირის შემდეგ კი საერთო ჯამში კარგავთ 7-12 კილოგრამს. გარდა ამისა, დაკარგული კილოგრამები უკან არ დაგიბრუნდებათ.
შიმშილის ჰორმონი - როგორ ვაკონტროლოთ მადა
18:46 / 06-05-2017
გრელინი შიმშილის გრძნობაზე პასუხისმგებელი ჰორმონია. იგი უშუალოდ კუჭში გამომუშავდება. მთელი ეს პროცესი შეიძლება ისე ვაკონტროლოთ, რომ შიმშილის გრძნობა მუდამ არ გვდევდეს.
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით
12:17 / 28-04-2017
ეს დიეტა წვავს ცხიმებს. Low Carb High Fat  - ნიშნავს "ნაკლები ნახშირწყლები და ბევრი ცხიმი". უნდა მიირთვათ ცხიმით მდიდარი საკვები ცილა და უჯრედისი და ნაკლები შაქარი, სახამებელი.
საკვები ძვლების სიმტკიცისთვის
21:23 / 25-04-2017
ძვლებს ჩვენს ორგანიზმში მკაცრად განსაზღვრული ადგილი აქვს. როგორც ნებისმიერი სხვა ორგანო, ძვლებიც სხვადასხვა სახეობის ქს­ო­ვილისგან შედგება, რომელთა შორისაც ძირითად ადგილს იკავებს შემაერთებელი ქსოვილის სახესხვაობა - ძვლის ქსოვილი.
4 ინგრედიენტი, რომლებიც მუცლის გაქრობაში დაგეხმარებათ
12:11 / 24-04-2017
სასწაულმოქმედი საშუალებები, რომლებიც 1 კვირაში 10 კგ-ს დაგაკლებინებთ ჯანმრთელობის დაუზიანებლად, არ არსებობს. გასახდომად და შედეგის შესანარჩუნებლად, საჭიროა სპორტით დაკავდეთ და კვებას მიაქციოთ ყურადღება.
3 წესი, რომელიც მას 45 კგ-ის დაკლებაში დაეხმარა. შენც შეგიძლია ასე!
17:56 / 22-04-2017
წონის მომატება ბევრი ადამიანის პრობლემაა, მაგრამ ყველას არ შეუძლია, აიყვანოს თავი ხელში და ყველაფერი შეცვალოს.
5 მარტივი რჩევა მათთვის, ვისაც გახდომა სურს!
15:22 / 19-04-2017
1. როცა შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ – შეეცადეთ, დალიოთ ერთი ჭიქა უბრალო წყალი. ხანდახან შიმშილის გრძნობა სითხის უკმარისობის გამო გვეუფლება.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი