დიეტა 21-დღიანია და შესაძლებელია 10-15 კგ-ის დაკლება.
ასეთი რაციონი მკაცრ, მაგრამ ეფექტურ კატეგორიას მიეკუთვნება. ყველა დღე დაყოფილია წყვილებად: რძის 2 დღე, ცილის 2 დღე, ხილ-ბოსტნეულის 2 დღე და ა.შ.
1. რძის დღეები
წონაში დაკლება რძის დღეებით უნდა დაიწყოთ. საუზმეზე - ჭიქა რძე ან კეფირი და 1 ნაჭერი ჭვავის პური. შუადღეს დალიეთ კიდევ 1 ჭიქა რძე. 3 საათზე - ჭიქა კეფირი და ჭვავის პურის ნაჭერი. 6 საათზე კვლავ ჭიქა რძე. ძილის წინ 2 საათით ადრე - ჭიქა ტომატის წვენი.
2. ცილის დღეები
საუზმე: ფინჯანი უშაქრო ყავა, ჭვავის პურის ნაჭერი, 1 ჩ.კ. კარაქი ან თაფლი.
12 სთ: ჭიქა ხორცის ან ქათმის ბულიონი, 150-200 გრ უცხიმო მოხარშული ხორცი/ქათამი, 2 ს.კ. მწვანე ბარდა და ნაჭერი ჭვავის პური.
3 სთ: ჭიქა რძე ან კეფირი, შესაძლებელია ჩაი თაფლით.
7 სთ: 2 კვერცხი ან თევზის ან ქათმის ნაჭერი, შესაძლებელია უცხიმო ლორი, 50 გრ ყველი, ჭიქა კეფირი ან რძე, ჭვავის პურის ნაჭერი.
3. ხილ-ბოსტნეულის დღეები
საუზმე: 2 ფორთოხალი ან ვაშლი, ნაჭერი ჭვავის პური. შუადღეზე ბოსტნეულის სუპი უკარტოფილოდ, ბოსტნეულის სალათა, ჭვავის პურის ნაჭერი.
3 სთ: ჭიქა კეფირი ან რძე.
7 სთ: მწვანე სალათი, ჭვავის პურის ნაჭერი, თაფლიანი ჩაი.
4. დღეების რიგითობა
დიეტის შემდეგ ეტაპზე უნდა ჩაანაცვლოთ დღეები, მაგალითად, 2 ცილის და 1 ბოსტნეულის დღე, ან 1 ბოსტნეულის და 1 ცილის დღე. ასევე, სასურველია საკვების მიღების დრო ერთი და იგივე იყოს ყოველდღე.
ბოლო, 21-ე დღე რძისაა. დაკარგული კილოგრამები კვლავ რომ არ დაგიბრუნდეთ, ჩვეული პროდუქტები თანდათანობით უნდა ჩართოთ რაციონში.
ორგანიზმის ბალანსის დასაცავად, რეკომენდებულია პოლივიტამინების მიღება.