ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში იულია ვისოცკაიამ აღიარა, რომ სიმსუქნისკენ აქვს მიდრეკილება, მაგრამ ამასთან, წინააღმდეგია რადიკალური დიეტების, შიმშილის და პროდუქტების რაციონიდან გამორიცხვის.
მაშ, როგორ ახერხებს შეინარჩუნოს იდეალური ფორმები?
პასუხი მარტივია: ვისოცკაია სწორი კვებისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის მომხრეა. გარდა ამისა, იულია ცდილობს, დაიცვას დეტოქს-დიეტების წესები. დეტოქსი - ეს არის ორგანიზმის გაწმენდა მავნებელი ნივთიერებისგან საჭმლის მომნელებელ სისტემაზე თანდათანობით ზრდადი და კლებადი დაწოლის შედეგად. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს დეტოქს-პროგრამა ყველასთვის არ შეიძლება. სანამ საკუთარ თავზე მის გამოცდას შეეცდებოდეთ, გირჩევთ, კონსულტაცია გაიაროთ დიეტოლოგთან.
დიეტის ხანგრძლივობა - სამიდან 7 დღემდეა და სწორედ ამ დროის მანძილზე ორგანიზმი იწმინდება ტოქსინებისგან და უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.
დიეტის დაცვამდე - გაიარეთ მოსამზადებელი ფაზა. შეეცადეთ, გადააწყოთ თქვენი რაციონი და ჩართოთ მასში მეტი ბოსტნეული, გამორიცხოთ ცომეული და ცხიმიანი საკვები.
ყურადღება მიაქციეთ, რომ მკაცრმა დეტოქს-დიეტამ შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობის, ძალების გამოცლის შეგრძნება და თავბრუსხვევა. ამიტომაც გირჩევთ, მსგავსი დიეტა დაიცვათ შვებულების დროს ან შაბათ-კვირას.
იულია ვისოცკაია ამ დიეტას მხოლოდ თვეში 3 დღე იცავს. მისთვის ეს სრულიად საკმარისია.
მაშ ასე, დეტოქს-დიეტის გეგმა ასეთია:
რა უნდა გამოვრიცხოთ?
იკრძალება: ჩაი, ყავა, შაქარი, მარილი, გაზიანი სასმელები, მედიკამენტები, ალკოჰოლური სასმელები, ვიტამინები.
იულია ვისოცკაიას დეტოქსი. დღე 1
დეტოქსის დაწყებამდე, წინა საღამოს ივახშმეთ არაუგვიანეს 20:00 საათისა. დეტოქსის დროს სვით მეტი წყალი, რათა არ გამოიფიტოს ორგანიზმი.
პირველი დღე დაიწყეთ ერთი ჭიქა ახალგამოწურული წვენით (გარდა ფორთოხლისა), კენკრის ან სხვა ხილის. ხილი შეგიძლიათ მიირთვათ ბევრი, არ იშიმშილოთ.
ლანჩზე მოიმზადეთ ნებისმიერი სხვა ხილის წვენი ან ხილისა და ბოსტნეულის კოქტეილი. ვისოცკაია გვირჩევს 2-3 ღერი ნიახურის, ნახევარი ვაშლის, ნახევარი ჭარხლისა და ცოტაოდენი ჯანჯაფილის მიქსს. დაიმახსოვრეთ, რომ ბოსტნეულის კოქტეილის შემთხვევაში არ არის რეკომენდებული 3-4 კომპონენტზე მეტი ინგრედიენტის გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ გაზების დაგროვება ნაწლავებში. ბოსტნეულთან დასაშვებია მხოლოდ ერთი ხილის - ვაშლის შერევა.
სადილად შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულის წვნიანი (300 მლ) ან ცოტაოდენი წვრილად დაჭრილი ბოსტნეული.
სამხარზე კვლავ გაუმასპინძლდით საკუთარ თავს გემრიელი წვენით.
ვახშამი დაიწყეთ მკაცრად 20 საათამდე, მოიმზადეთ ბოსტნეულის წვნიანი ან მწვანე სალათა.
დღე 2
მეორე დღის მთელი რაციონი შედგება თხევადი პროდუქტებისგან. საუზმე - ერთი ჭიქა წვენი. მეორე საუზმე - წვენი ან ბოსტნეულის კოქტეილი. სადილი - ბოსტნეულის წვნიანი. სამხარი - ხილის წვენი. ვახშამი - 300-400 მლ წვნიანი.
დღე 3
თუ მეორე დღე არ გაგიჭირდათ, მესამე დღით დაჯილდოვდებით. იმის გამო, რომ დეტოქსიდან თანდათანობით უნდა გამოხვიდეთ, შეცვალეთ ყველანაირი ხილი არატკბილი ორცხობილით. საუზმისთვის შეწვით ღუმელში ვაშლი და შავი ქლიავი. სადილად და ვახშმად კი ის მიირთვით, რაც დიეტის პირველ დღეს.
დიეტის დამთავრების შემდეგ რაციონში თანდათან უნდა შეიტანოთ ჩვეული პროდუქტები, ხორცისა და რძის პროდუქტები, ასევე, ცომეული ყველაზე ბოლოს უნდა დაამატოთ.