სრული კურსის ჩატარების შემდეგ 4 კგ-ს დაიკლებთ.
I დღე - 5 ც საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი გაანაწილეთ მთელ დღეზე. საღამოს მიირთვით 0,5 ლ მაწონი;
II დღე - 1 კგ კიტრი გაანაწილეთ მთელ დღეზე, საღამოს - ისევ 0,5 ლ მაწონი;
III დღე - 1 ჭ მოხარშული ბრინჯი მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში; საღამოს - 0,5 ლ მაწონი;
IV დღე - უმი ბოსტნულის სალათა - მთელი დღე (შეგიძლიათ ძმრით ან ლიმონის წვენით შეზავებული); საღამოს - 0,5 ლ მაწონი;
V დღე - 200 გ ხაჭო - მთელი დღის განმავლობაში; საღამოს - 0,5 ლ მაწონი;
VI დღე - 2 კგ ვაშლი - მთელი დღის განმავლობაში;
VII დღე - 1 ლ მაწონი - მთელი დღის განმავლობაში;
VIII დღე - 1 ლ "ბორჯომი" ან რომელიმე მინერალური წყალი.
დიეტის დაცვისას გამორიცხეთ მარილი და ნებისმიერი ცხელი სითხე. დიეტის გამეორება შესაძლებელია ორკვირიანი შესვენების შემდეგ. შესვენების პერიოდში უნდა შეამციროთ ცხიმის, ცომეულის და კალორიული საკვების მიღება. გაძლევთ გარანტიას, რომ შედეგი სასურველი იქნება. მაშ ასე, იყავით ლამაზები და იამაყეთ მშვენიერი სხეულით.
მოამზადა ეკა გუნთაიშვილმა
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)