ცნობილმა დიეტოლოგებმა შეისწავლეს ადამიანის სისხლი და ამ ანალიზის საფუძველზე შეიმუშავეს დიეტა - რამდენი და რა დროს უნდა მიირთვათ, რომ თავი კარგად იგრძნოთ.
მრავალწლიანმა პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ ზოგი პროდუქტის შეთავსება შეუძლებელია და ადამიანის ორგანიზმი ძნელად ითვისებს. მაგ., საქონლის ან ფრინველის ხორცი შეუთავსებელია კარტოფილთან, მაკარონთან და ყვავილოვან კომბოსტოსთან.
უმჯობესია, ამ ჩამონათვლის მაგივრად ხორცთან მიირთვათ კიტრი, პომიდორი, ნიახური, ბროწეული, გრეიპფრუტი, შტოში (რომლებიც თევზთან და ზღვის პროდუქტებთანაც უპრიანი იქნება).
ბოსტნეული უნდა მივატანოთ რომელიმე ერთ სახეობას: ბრინჯს, წიწიბურას, მუხუდოს, კვერცხის გულსა და სოკოს და არა ამ ყველაფერს ერთად, ვინაიდან ისინი ერთმანეთთან შეუთავსებელია.
ხილი უფრო სასარგებლოა, თუ მასთან ერთად მიირთმევთ ნიგოზს, საზამთრო და ნესვი კი ცალ-ცალკე, ყველა ხილისგან და ერთმანეთისგანაც დამოუკიდებლად მიირთვით. ეს წესი ასევე ეხება რძის პროდუქტებსაც.
კარგად დაღეჭე
კბილები ბუნებამ იმიტომ მოგვცა, რომ საკვები დავღეჭოთ. როდესაც საჭმელს საგულდაგულოდ დაღეჭავთ, ამით ნაჭამის რაოდენობასაც გააკონტროლებთ, მაგრამ თუ ჩქარ-ჩქარა, დიდ ლუკმებს გადაყლაპავთ, უფრო გვიან დანაყრდებით.
განსაკუთრებით კარგად უნდა დაღეჭოთ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები, რომლებიც უკვე პირის ღრუში ყოფნისას გადამუშავდება: თუკი ცუდად დაღეჭავთ, ორგანიზმს არავითარი სარგებელი არ ექნება.
მაინც რამდენ ხანს უნდა ვღეჭოთ? დრო კი არ უნდა ვითვალოთ, არამედ საკვები პატარ-პატარა ნაწილებად დავყოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავიდოთ პირში.
არასამუშაო რეჟიმი
კვების გაწერილი რეჟიმი არ არსებობს. როცა უნდა მოგშივდეთ, საღამოს 7 საათზე, თუ ღამის 12 საათზე, თავს ნუ შეიკავებთ და შეჭამეთ. შიმშილის გრძნობამ შესაძლოა ყოველდღე ერთსა და იმავე დროს შეგაწუხოთ იმ შემთხვევაში, თუ ფანჯრებს მიღმა ერთი და იგივე ტემპერატურაა, მზეც ერთნაირად ათბობს.
ეს კი, მოგეხსენებათ, შეუძლებელია, შეეცადეთ და შიმშილს 20 წუთზე მეტს ნუ გაუძალიანდებით, მაგრამ კარგად დარწმუნდით, მართლა მოგშივდათ თუ მოგწყურდათ. ამიტომ ჭამის წინ ერთი ჭიქა წყალი დალიეთ და მიხვდებით, გშიათ თუ გწყურიათ.
ის, რაც გემრიელია
მიენდეთ თქვენს პირის გემოს და ის უტყუარად "გეტყვით", რა უნდა ჭამოთ, რა არის თქვენთვის მისაღები. თუ თქვენ არასდროს გიზიდავდათ პომიდვრის გემო, ე.ი. ეს პროდუქტი თქვენს ორგანიზმს არ სჭირდება.
ქოლესტერინი არ იკბინება
რაღაც მომენტში ერთსულოვნად გადაწყვიტეს, რომ ქოლესტერინი მავნეა, მაგრამ ორგანიზმი მას თავად გამოიმუშავებს და ესე იგი სჭირდება კიდეც. მთავარია, რომ ქოლესტერინი იყოს იმ პროდუქტებში, რომელიც მას უნდა შეიცავდეს, მაგ: ხორცში. თანამედროვე ადამიანის რაციონში ცხიმის დეფიციტი შეიმჩნევა, ამიტომ სალათებს დაამატეთ არარაფინირებული მცენარეული ზეთი, ნიგოზი, ავოკადო.
წელიწადის დრო
ბუნება სუპერმარკეტი არ გახლავთ, რომ შეხვიდე და რაც გსურს, ის შეიძინო. ამიტომ საჭიროა მენიუს შედგენა სეზონის მიხედვით. ზამთარსა და გაზაფხულზე ვერც სანადიროდ წახვალ და ვერც სათევზაოდ, ამიტომ წელიწადის ამ დროს ხორცი მაინცდამაინც სასურველი არ გახლავთ;
ზაფხული - ხილის, კენკროვანის, ბოსტნეულისა და თევზის პერიოდია. შემოდგომაზე მიირთვით სოკო, თხილი, ნიგოზი, ხორცი. მაგრამ ჩვენი რჩევა იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული პროდუქტები მხოლოდ სეზონის მიხედვით უნდა მიირთვათ. უბრალოდ, უმჯობესი იქნება, თუ რაციონს შეძლებისდაგვარად შეზღუდავთ.
გაუმარჯოს მწვადს
ყურადღება მიაქციეთ, რომ პროდუქტი ახალი იყოს. ამ შემთხვევაში თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას მუშაობა გაუადვილდება. ასევე მნიშვნელოვანია დრო, რომელიც სჭირდება კერძის მომზადებას. ყველაზე სწრაფი მეთოდი გახლავთ - ცეცხლი და ორთქლი.
მათზე დამზადებული პროდუქტი ინარჩუნებს საჭირო ელემენტებს. ყველაზე ნაკლებსასარგებელოა ტაფაზე შემწვარი, მოხარშული და ჩაშუშული კერძი.
წყალი
ტრაპეზის განმავლობაში ყლუპ-ყლუპად დალიეთ არა გაყინული და გაზირებული, არამედ ჩვეულებრივი წყალი ან მწვანე ჩაი. მიღებული სითხის მოცულობა საკვებზე სამჯერ ნაკლები უნდა იყოს.
ტრაპეზის დამთავრების შემდეგ კი, ერთი საათის განმავლობაში წყალი არ დალიოთ. თუ სადილის წინ ხილის წვენი დალიეთ, მხოლოდ 20 წუთის შემდეგ მიუჯექით მაგიდას, ვინაიდან ამ სასმელს შეთავსების განსაკუთრებული რეჟიმი აქვს.
ტკბილეული
გგონიათ, მხოლოდ შინაური ცხოველები გეახლებიან კომბინსაკვებს? სულაც არა. ადამიანიც სიამოვნებით მიირთმევს და თანაც საკმაო რაოდენობით. ამ ტიპის პროდუქტებს განეკუთვნება შოკოლადის ბატონი, სხვა საკონდიტრო ნაწარმი და პაკეტის რძე.
ძალიან გამხდარ ძროხასაც კი არ ძალუძს მოიწველოს 0,5%-იანი ცხიმიანი რძე ან ხსნადი ყავა. ამიტომ ტრაპეზის წინ გაარკვიეთ, რამდენი კალორიაა პროდუქტში და ხომ არ შეცვალეს ხელოვნურად მისი შემადგენლობა.
რა თქმა უნდა - არა
საერთოდ უარი თქვით კონსერვებზე - ეს ომის დროინდელი საკვებია და მშვიდობიან პერიოდში საჭირო არ არის. ასევე შეეცადეთ და არ მიირთვათ ხორცისა და რძის მსუყე ბულიონი - ისინი საჭმლის მომნელებ სისტემას აქტიურ მუშაობას აიძულებენ იმის მიუხედავად, რომ გადასამუშავებელი მხოლოდ სითხეა.
დაივიწყეთ ასევე მაიონეზი, მარინადი, შებოლილი ხორცი და თევზი, არომატიზატორები და ნებისმიერი შუშხუნა სასმელი.