მისი აღნაგობა მოსვენებას არ აძლევს არც მის თაყვანისმცემლებს და არც მის მოქიშპეებს. ჯენიფერის სხეული იმდენად ლამაზი და მოხდენილია, რომ უნებურად გებადება კითხვა, რა საიდუმლოს ფლობს ეს ქალი?
აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან მარტივია: ჯენი რეგულარულად სვამს ბოსტნეულისგან მომზადებულ სპეციალურ კოქტეილს.
ამბობენ, რომ ჯენიფერ ენისტონი ბავშვის კვებაზე ზისო. ის გემრიელიც არის, სასარგებლოც და ნაკლებკალორიულიც. მსახიობს პრესაში Gigantic Baby-ც შეარქვეს, რაზეც ჯენიმ მისთვის დამახასიათებელი იუმორით უპასუხა.
ახლა კი ცნობილი გახდა მისი ფორმის შესანარჩუნებელი ახალი რეცეპტი: კვირაში ერთი დღე (ჩვეულებისამებრ, შაბათობით) ენისტონი სვამს მხოლოდ ქორფა ბოსტნეულისგან მომზადებულ კოქტეილს: კოქტეილის შემადგენელი ინგრედიენტებია: კიტრი, სტაფილო, ჭარხალი, ისპანახი, ნიორი, ნიახური და ჯანჯაფილი.
დიეტოლოგები ერთხმად უწოდებენ კოქტეილს "ვიტამინების ბომბას". "კოქტეილში შემავალი ყველა ბოსტნეული ამაღლებს განწყობას, ასუფთავებს სისხლს და ხელს უწყობს ტვინის მუშაობას", - ამბობს ნუტროციონისტი ჯანეტ ჯექსონი. ამბობენ, რომ მსახიობი ამ დიეტით ემზადება საქორწინო კაბის მოსაზომად - ჟურნალისტები მოუთმენლად ელიან, როდის გაჰყვება ჯენიფერი ცოლად ჯასტინ ტერს.
მაშ ასე, თუ მოისურვეთ ჯენიფერ ენისტონის საფირმო კოქტეილის მომზადება, მოიმარაგეთ:
ექვსი კიტრი
სამი უმი ჭარხალი
ორი კონა ისპანახი
ერთი პატარა თავი კომბოსტო
ნედლი ნიორი და ჯანჯაფილი
ერთი სტაფილო
ერთი კონა ნიახური
გამოწურეთ ბოსტნეულისგან წვენი, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და ცოტაოდენი ოხრახუში, იმისათვის, რომ სასმელმა წვნიანის სახე მიიღოს. შეინახეთ მაცივარში და მთელი დღის განმავლობაში სვით იმდენი, რამდენიც მოგინდებათ.