წიწიბურას დიეტა – სწრაფი და ეფექტური
წიწიბურას დიეტა – სწრაფი და ეფექტური
ლამაზი სხეული, არანაირი ზედმეტი კილოგრამი, კმაყოფილი და ბედნიერი იერი – განა ეს ის არ არის, რისკენაც ნებისმიერი ქალი ისწრაფვის? მაგრამ სუსტი სქესის ყველა წრმომადგენელს როდი აქვს ნებისყოფა და საშუალება, დაიცვას მკაცრი დიეტები, მისდიოს ჯანმრთელი ცხოვრების წესს და რეგულარულად სწორად იკვებოს.

მაშ, როგორ მოვიყვანოთ მოკლე დროში ჩვენი სხეული სასურველ ფორმაში, თანაც ისე, რომ შიმშილით არ მოვიკლათ თავი?

წიწიბურას სარგებლიანობაზე

ამ ბურღულეულის სასარგებლო თვისებების შესახებ დიდი ხანია ცნობილია – ნოყიერსა და გემრიელ წიწიბურას ხშირად ვიყენებთ გარნირად. მაგრამ მოვიდა დრო, ის ორი კვირით ძირითად კერძად გავიხადოთ! დიახ, სწორედ ამდენი დრო დაგჭირდებათ იმისათვის, რომ 5-დან 15 კილოგრამამდე დაიკლოთ წონაში. მაშ ასე, რა საიდუმლოს ინახავს ეს ჯადოსნური დიეტა?

პირველ რიგში, წიწიბურა ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს. მეორეც, ის დიდი ხნით მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას. მესამეც, ის ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რადგან ორგანიზმს წმენდს შლაკებისგან.

წიწიბურას დიეტის მნიშვნელოვანი წესები

დავიწყოთ იქიდან, რომ მთავარია – სწორად მოამზადოთ ბურღული. ამისათვის აუცილებელია, ღამით დაასხათ წიწიბურას ადუღებული წყალი პროპორციებით: ერთ ჭიქა ბურღულს 2 ჭიქა წყალი და დაახუროთ მჭიდროდ.

წიწიბურა უნდა მოამზადოთ მარილის, შაქრისა და წიწაკის გარეშე. მოცემულ დიეტაში აქცენტი სწორედ უმარილობაშია, რადგან სწორედ ის იწვევს შეშუპებას და ცელულიტის ჩამოყალიბებას; ასევე, აძლიერებს პროდუქტის გემოს, რაც მადის მომატებას იწვევს.
რა თქმა უნდა, არანაირი ცხიმი და სოუსი... და რაც მთავარია, სამუდამოდ ვივიწყებთ მაიონეზს!

წიწიბურას დიეტის საფუძვლები

მომზადებული წიწიბურა დილით გაყავით 5 პორციად და მთელი დღის განმავლობაში მიირთვით. სვით რაც შეიძლება ბევრი წყალი, შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავაც შაქრის გარეშე, მაგრამ არა უმეტეს ორი ფინჯნისა. ამას გარდა, წიწიბურას დიეტას დაუმატეთ მასაჟი, საუნა, სირბილი და ფიტნესი. მხოლოდ "ფაფით" შედეგს კი მიაღწევთ, მაგრამ მიღებულ წონას, რბილად რომ ვთქვათ, დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებთ.

რა თქმა უნდა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მხოლოდ წიწიბურით კვება ორი კვირის განმავლობაში – პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომაც გარდა წიწიბურისა, შეგიძლიათ მიირთვათ ვაშლი, ბოსტნეულის სალათები სანელებლების გარეშე, კეფირი, ჩაი და ყავა. მთავარი წესი ამ დროს ის არის, რომ მთლიანად უარი თქვათ შაქარზე; ასევე, კატეგორიულად იკრძალება საკვების მიღება 18 საათის შემდეგ. ამასთან, ყოველთვის შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ თქვენი რაციონი, თუ მოამზადებთ წიწიბურასგან ოლადებს ან კატლეტებს წიწიბურას ფქვილისგან.

რაც ყველაზე მთავარია, წიწიბურას დიეტის შემდეგ შეგიძლიათ ჰარმონიულად გადახვიდეთ ჩვეულებრივ კვებაზე. არ ღირს პირველივე დღეს ხარბად მიირთვათ ბიფშტექსები კარტოფილთან ერთად და სვათ "კოკა-კოლა". დიეტის შემდეგ სადილი გაამრავალფეროვნეთ ხილით, ვახშმად დაუმატეთ ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული. დიეტის შემდგომი კვირის განმავლობაში ჩვეულ რაციონში შეიტანეთ – კვერცხი, რძე, მოხარშული ხორცი, ხილი. ერთი სიტყვით, ასე, აუჩქარებლად გადადით კვების ნორმალურ რეჟიმზე.




კომენტარები (43)
დარინა
დავიწყე ეს დიეტა და მაინტერესებს ფორთოხალი ან გრეიფურტი თუ შეიძლება,ვაშლი კი წერია და ან კივი.ბანანი ვიცი რომ მსუყეა და არა!მთლიანი კი არა ნახევარი მაინც მთელი დღის მანძილზე,და 1 2 კოვზი სახლის მაწონნი ან 0% ხაჭო 1 კოვზი მაინც თუ შეიძება
ნონა
შეიდძლება თუ არა ეს დიეტა მეძუძური დედებისათვის?გთხოვთ მიპასუხოთ.
მადონა
ხვალიდან დავიწყებ და ვნახოთ აბა???
ლაკო
მე ვიყავი წიწიბურას დიეტაზე 5 დხე. შაქრიან ყავასაც ვსვავდი, 58კილოდან 53ზე ჩამოვედი
მზია
დღეს დავიწყე ეს დიეტა და აუცილებლად დავწერ შედეგსაც
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ტუტოვანი დიეტა: რატომ უყვართ იგი ასე ვიქტორია ბექჰემს, გვინეტ პელტროუსა და ჟიზელ ბუნდჰენს?
14:41 / 25-04-2016
მჟავა-ტუტოვანი ბალანსი (PH), რომელზეც პოპულარული კბილის პასტის რეკლამაშია ნახსენები, არა მხოლოდ პირის ღრუს გააჩნია, არამედ მთელ ჩვენს ორგანიზმს. მისი ნორმალური მაჩვენებელი - 7,2-7,4-ია.
შეცვალე საუზმე ამ სასმლით და მოიშორე მუცლიდან ზედმეტი ცხიმი!
12:31 / 21-04-2016
ბოლო დროს წონაში დასაკლები უამრავი სასმლისა თუ დეტოქსკოქტეილის შესახებ ვიგებთ და ეს შესანიშნავია! დღესაც გთავაზებთ კოქტეილის რეცეპტს, რომელიც მარტივი ინგრედიენტებისგან შედგება და მიუხედავად ამისა, საოცრად ეფექტურია. მას ორგანიზმი იოლად ითვისებს და ამის გამო ძალზე სასარგებლოა.
სვით ეს სასმელი დღეში ორჯერ მთელი კვირის განმავლობაში და მოიშორეთ დაკიდებული მუცელი!
14:24 / 20-04-2016
ზაფხულისთვის ნებისმიერი ქალი გეგმავს წონაში დაკლებას - ვეძებთ სხვადასხვა საშუალებას, რომლებიც ეფექტურად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გვეხმარება მიზნის მიღწევაში.
მიიღეთ ეს პროდუქტი ყოველ დილას და თქვენ თვალსა და ხელს შუა დადნებით
12:18 / 19-04-2016
საკვები, რომელსაც დილით ვიღებთ, მთელი დღის განმავლობაში ენერგიით გვამარაგებს, ასევე, არეგულირებს მეტაბოლიზმს. ამიტომაც, თუ გახდომას აპირებთ, აუცილებლად უნდა ისაუზმოთ.
წონაში კლების 5 საიდუმლო, რომელიც აქამდე არ იცოდით!
14:13 / 18-04-2016
ცხიმების ნახშირწყლებზე მეტი ოდენობით მოხმარება - ნამდვილი აღმოჩენაა წონაში დასაკლებად, ირწმუნება დიეტოლოგიის სამყაროს ახალი ვარსკვლავი, ბესტსელერის, "Eat Bacon, Don't Jog"-ის ავტორი გრანტ პეტერსონი.
ზარმაცების დიეტა - დაიკელით წონაში წყლის დახმარებით
17:09 / 14-04-2016
დიეტის დაცვა და შიმშილის გრძნობა ძნელი ასატანია ყველასთვის. წარმოგიდგენთ "ზარმაცების დიეტას", რომლის დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ არ მოგიწევთ შიმშილი. მთავარია, რამდენიმე წესი დაიცვათ.
ქეით მიდლტონის უმი საკვების დიეტა: ჰერცოგინია თვალსა და ხელს შუა დნება
13:00 / 12-04-2016
ქეით მიდლტონი მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მაგრამ ბრიტანეთის პრინცის მეუღლის ახლანდელ გრაციოზულობასა და გაუმჯობესებული თმისა და კანის სტრუქტურაზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. ბოლოდროინდელი გამოკითხვით, ქეითმა მოხდენილობით ქეით მოსსაც კი აჯობა.
მადის დასაქვეითებელი სიროფი - ზედმეტი კილოგრამები უკან დაბრუნების გარეშე ქრება!
16:19 / 04-04-2016
ჭარბ წონასთან უსასრულო ბრძოლა, დაგვეთანხმებით, ყველაზე დამღლელი რამ არის! მაგრამ როცა ამ საოცარ კოქტეილს აღმოაჩენთ, მიხვდებით, რომ ზედმეტი წონა არც ისეთი დაუძლეველი პრობლემა ყოფილა.
როგორ მოვიცილოთ წელის გარშემოწერილობიდან დღეში 1 სმ: სასმელი, რომელიც ოცნებას რეალობად ახდენს!
12:17 / 30-03-2016
გაზაფხული - წელიწადის ის დროა, როდესაც რთულია იპოვო ქალი, რომელსაც არ აინტერესებს წონაში კლების საკითხი. გთავაზობთ ცხიმის დამწველ სასმელს, რომელიც მხოლოდ 3 ინგრედიენტისგან შედგება.
როგორ დავიკლოთ წონაში ლიმონისა და ჯანჯაფილის მეშვეობით? – 5 სუპერრეცეპტი
12:10 / 24-03-2016
თუკი დაფიქრებულხართ, როგორ აჯობებს დაიკლოთ წონაში, უპირველეს ყოვლისა, გირჩევთ, შეცვალოთ ჩვევები: მიაქციეთ ყურადღება ჯანსაღ კვებას, ცხოვრების აქტიურ წესს, გაამდიდრეთ რაციონი სპეციალური სასარგებლო დანამატებით - ბალახეულის ნაყენებით, ხილით, რომელიც წვავს ცხიმს, სამკურნალო მცენარეებით.
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31