წიწიბურას დიეტა – სწრაფი და ეფექტური
წიწიბურას დიეტა – სწრაფი და ეფექტური
ლამაზი სხეული, არანაირი ზედმეტი კილოგრამი, კმაყოფილი და ბედნიერი იერი – განა ეს ის არ არის, რისკენაც ნებისმიერი ქალი ისწრაფვის? მაგრამ სუსტი სქესის ყველა წრმომადგენელს როდი აქვს ნებისყოფა და საშუალება, დაიცვას მკაცრი დიეტები, მისდიოს ჯანმრთელი ცხოვრების წესს და რეგულარულად სწორად იკვებოს.

მაშ, როგორ მოვიყვანოთ მოკლე დროში ჩვენი სხეული სასურველ ფორმაში, თანაც ისე, რომ შიმშილით არ მოვიკლათ თავი?

წიწიბურას სარგებლიანობაზე

ამ ბურღულეულის სასარგებლო თვისებების შესახებ დიდი ხანია ცნობილია – ნოყიერსა და გემრიელ წიწიბურას ხშირად ვიყენებთ გარნირად. მაგრამ მოვიდა დრო, ის ორი კვირით ძირითად კერძად გავიხადოთ! დიახ, სწორედ ამდენი დრო დაგჭირდებათ იმისათვის, რომ 5-დან 15 კილოგრამამდე დაიკლოთ წონაში. მაშ ასე, რა საიდუმლოს ინახავს ეს ჯადოსნური დიეტა?

პირველ რიგში, წიწიბურა ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს. მეორეც, ის დიდი ხნით მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას. მესამეც, ის ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რადგან ორგანიზმს წმენდს შლაკებისგან.

წიწიბურას დიეტის მნიშვნელოვანი წესები

დავიწყოთ იქიდან, რომ მთავარია – სწორად მოამზადოთ ბურღული. ამისათვის აუცილებელია, ღამით დაასხათ წიწიბურას ადუღებული წყალი პროპორციებით: ერთ ჭიქა ბურღულს 2 ჭიქა წყალი და დაახუროთ მჭიდროდ.

წიწიბურა უნდა მოამზადოთ მარილის, შაქრისა და წიწაკის გარეშე. მოცემულ დიეტაში აქცენტი სწორედ უმარილობაშია, რადგან სწორედ ის იწვევს შეშუპებას და ცელულიტის ჩამოყალიბებას; ასევე, აძლიერებს პროდუქტის გემოს, რაც მადის მომატებას იწვევს.
რა თქმა უნდა, არანაირი ცხიმი და სოუსი... და რაც მთავარია, სამუდამოდ ვივიწყებთ მაიონეზს!

წიწიბურას დიეტის საფუძვლები

მომზადებული წიწიბურა დილით გაყავით 5 პორციად და მთელი დღის განმავლობაში მიირთვით. სვით რაც შეიძლება ბევრი წყალი, შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავაც შაქრის გარეშე, მაგრამ არა უმეტეს ორი ფინჯნისა. ამას გარდა, წიწიბურას დიეტას დაუმატეთ მასაჟი, საუნა, სირბილი და ფიტნესი. მხოლოდ "ფაფით" შედეგს კი მიაღწევთ, მაგრამ მიღებულ წონას, რბილად რომ ვთქვათ, დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებთ.

რა თქმა უნდა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მხოლოდ წიწიბურით კვება ორი კვირის განმავლობაში – პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომაც გარდა წიწიბურისა, შეგიძლიათ მიირთვათ ვაშლი, ბოსტნეულის სალათები სანელებლების გარეშე, კეფირი, ჩაი და ყავა. მთავარი წესი ამ დროს ის არის, რომ მთლიანად უარი თქვათ შაქარზე; ასევე, კატეგორიულად იკრძალება საკვების მიღება 18 საათის შემდეგ. ამასთან, ყოველთვის შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ თქვენი რაციონი, თუ მოამზადებთ წიწიბურასგან ოლადებს ან კატლეტებს წიწიბურას ფქვილისგან.

რაც ყველაზე მთავარია, წიწიბურას დიეტის შემდეგ შეგიძლიათ ჰარმონიულად გადახვიდეთ ჩვეულებრივ კვებაზე. არ ღირს პირველივე დღეს ხარბად მიირთვათ ბიფშტექსები კარტოფილთან ერთად და სვათ "კოკა-კოლა". დიეტის შემდეგ სადილი გაამრავალფეროვნეთ ხილით, ვახშმად დაუმატეთ ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული. დიეტის შემდგომი კვირის განმავლობაში ჩვეულ რაციონში შეიტანეთ – კვერცხი, რძე, მოხარშული ხორცი, ხილი. ერთი სიტყვით, ასე, აუჩქარებლად გადადით კვების ნორმალურ რეჟიმზე.




კომენტარები (50)
მადლენა
გამარჯობათ!ვსვავ რკინის და სისხლის შემცველობის ცამლებს მოვიმათე ცონაში რის შედეგად ვარ ეხლა გრეჩიხის დიეთაზე.წამალს ეხლაც ვსვავ რამე უკუნ ჩვენებას ხომარ გამოიცვევს ცალიან მაინტერესებს გთხოვთ უპასუხოთ ჩემს შეკითხვას.მადლობთ
ნატო
საზამტრო და ნესვი ატამი არსჰეიდზლება? გოგოებო იქნებ მიტხრატ რამე?
ოლიკო
ხვალიდან დავიწყებ და ვნახავ რა გამომივააა
ოლიკო
ხვალიდან დავიწყებ ვნახოდ რა გამოვა გავამხნეოდ ერტმანეტი გოგოებოოოო
ნათია
ასე მომზადებული წიწიბურა ბევრად გემრიელი
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით
12:17 / 28-04-2017
ეს დიეტა წვავს ცხიმებს. Low Carb High Fat  - ნიშნავს "ნაკლები ნახშირწყლები და ბევრი ცხიმი". უნდა მიირთვათ ცხიმით მდიდარი საკვები ცილა და უჯრედისი და ნაკლები შაქარი, სახამებელი.
საკვები ძვლების სიმტკიცისთვის
21:23 / 25-04-2017
ძვლებს ჩვენს ორგანიზმში მკაცრად განსაზღვრული ადგილი აქვს. როგორც ნებისმიერი სხვა ორგანო, ძვლებიც სხვადასხვა სახეობის ქს­ო­ვილისგან შედგება, რომელთა შორისაც ძირითად ადგილს იკავებს შემაერთებელი ქსოვილის სახესხვაობა - ძვლის ქსოვილი.
4 ინგრედიენტი, რომლებიც მუცლის გაქრობაში დაგეხმარებათ
12:11 / 24-04-2017
სასწაულმოქმედი საშუალებები, რომლებიც 1 კვირაში 10 კგ-ს დაგაკლებინებთ ჯანმრთელობის დაუზიანებლად, არ არსებობს. გასახდომად და შედეგის შესანარჩუნებლად, საჭიროა სპორტით დაკავდეთ და კვებას მიაქციოთ ყურადღება.
3 წესი, რომელიც მას 45 კგ-ის დაკლებაში დაეხმარა. შენც შეგიძლია ასე!
17:56 / 22-04-2017
წონის მომატება ბევრი ადამიანის პრობლემაა, მაგრამ ყველას არ შეუძლია, აიყვანოს თავი ხელში და ყველაფერი შეცვალოს.
5 მარტივი რჩევა მათთვის, ვისაც გახდომა სურს!
15:22 / 19-04-2017
1. როცა შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ – შეეცადეთ, დალიოთ ერთი ჭიქა უბრალო წყალი. ხანდახან შიმშილის გრძნობა სითხის უკმარისობის გამო გვეუფლება.
შაქარი, ცხიმი თუ ნახშირწყლები: რისგან სუქდებიან სხვადასხვა ტიპის სხეულები
10:36 / 18-04-2017
სხეულის სხვადასხვა ფორმას სხვადასხვა პროდუქტი შეიძლება ”ემუქრებოდეს”.
მართლა ახდუნებს თუ არა ნახშირის აბები და როდის გამოვიყენოთ
12:08 / 10-04-2017
გახდომის მიზნით ბევრი ადამიანი ნახშირის აბებს იღებს.
20 მარტივი რჩევა წონაში დასაკლებად
12:02 / 08-04-2017
ზედმეტი კილოგრამები რომ დაიკლოთ და აღარ მოიმატოთ, დიეტოლოგების მიერ დადგენილი რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ.
მსოფლიოს პირველი ლამაზმანის, მონიკა ბელუჩის მარტივი დიეტა
11:00 / 05-04-2017
მილიონობით მამაკაცის გულთამპყრობელი, მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალი უკვე 5 ათეულ წელს ითვლის და მიუხედავად ამისა, ის შესანიშნავ ფორმაშია. მისი საიდუმლო მარტივია და ყველასთვის ხელმისაწვდომი:
ეს ქალი 453 კილოგრამს იწონიდა - მის დიდ წონას მისი დისშვილი ემსხვერპლა
10:38 / 30-03-2017
ამ 453-კილოიან ქალს ნახევარტონიანი მკვლელიც კი უწოდეს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი