წიწიბურას დიეტა – სწრაფი და ეფექტური
წიწიბურას დიეტა – სწრაფი და ეფექტური
ლამაზი სხეული, არანაირი ზედმეტი კილოგრამი, კმაყოფილი და ბედნიერი იერი – განა ეს ის არ არის, რისკენაც ნებისმიერი ქალი ისწრაფვის? მაგრამ სუსტი სქესის ყველა წრმომადგენელს როდი აქვს ნებისყოფა და საშუალება, დაიცვას მკაცრი დიეტები, მისდიოს ჯანმრთელი ცხოვრების წესს და რეგულარულად სწორად იკვებოს.

მაშ, როგორ მოვიყვანოთ მოკლე დროში ჩვენი სხეული სასურველ ფორმაში, თანაც ისე, რომ შიმშილით არ მოვიკლათ თავი?

წიწიბურას სარგებლიანობაზე

ამ ბურღულეულის სასარგებლო თვისებების შესახებ დიდი ხანია ცნობილია – ნოყიერსა და გემრიელ წიწიბურას ხშირად ვიყენებთ გარნირად. მაგრამ მოვიდა დრო, ის ორი კვირით ძირითად კერძად გავიხადოთ! დიახ, სწორედ ამდენი დრო დაგჭირდებათ იმისათვის, რომ 5-დან 15 კილოგრამამდე დაიკლოთ წონაში. მაშ ასე, რა საიდუმლოს ინახავს ეს ჯადოსნური დიეტა?

პირველ რიგში, წიწიბურა ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს. მეორეც, ის დიდი ხნით მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას. მესამეც, ის ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რადგან ორგანიზმს წმენდს შლაკებისგან.

წიწიბურას დიეტის მნიშვნელოვანი წესები

დავიწყოთ იქიდან, რომ მთავარია – სწორად მოამზადოთ ბურღული. ამისათვის აუცილებელია, ღამით დაასხათ წიწიბურას ადუღებული წყალი პროპორციებით: ერთ ჭიქა ბურღულს 2 ჭიქა წყალი და დაახუროთ მჭიდროდ.

წიწიბურა უნდა მოამზადოთ მარილის, შაქრისა და წიწაკის გარეშე. მოცემულ დიეტაში აქცენტი სწორედ უმარილობაშია, რადგან სწორედ ის იწვევს შეშუპებას და ცელულიტის ჩამოყალიბებას; ასევე, აძლიერებს პროდუქტის გემოს, რაც მადის მომატებას იწვევს.
რა თქმა უნდა, არანაირი ცხიმი და სოუსი... და რაც მთავარია, სამუდამოდ ვივიწყებთ მაიონეზს!

წიწიბურას დიეტის საფუძვლები

მომზადებული წიწიბურა დილით გაყავით 5 პორციად და მთელი დღის განმავლობაში მიირთვით. სვით რაც შეიძლება ბევრი წყალი, შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავაც შაქრის გარეშე, მაგრამ არა უმეტეს ორი ფინჯნისა. ამას გარდა, წიწიბურას დიეტას დაუმატეთ მასაჟი, საუნა, სირბილი და ფიტნესი. მხოლოდ "ფაფით" შედეგს კი მიაღწევთ, მაგრამ მიღებულ წონას, რბილად რომ ვთქვათ, დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებთ.

რა თქმა უნდა, მხოლოდ წიწიბურით კვება ორი კვირის განმავლობაში – პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომაც გარდა წიწიბურისა, შეგიძლიათ მიირთვათ ვაშლი, ბოსტნეულის სალათები სანელებლების გარეშე, კეფირი, ჩაი და ყავა. მთავარი წესი ამ დროს ის არის, რომ მთლიანად უარი თქვათ შაქარზე; ასევე, კატეგორიულად იკრძალება საკვების მიღება 18 საათის შემდეგ. ამასთან, ყოველთვის შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ თქვენი რაციონი, თუ მოამზადებთ წიწიბურასგან ოლადებს ან კატლეტებს წიწიბურას ფქვილისგან.

რაც ყველაზე მთავარია, წიწიბურას დიეტის შემდეგ შეგიძლიათ ჰარმონიულად გადახვიდეთ ჩვეულებრივ კვებაზე. არ ღირს პირველივე დღეს ხარბად მიირთვათ ბიფშტექსები კარტოფილთან ერთად და სვათ "კოკა-კოლა". დიეტის შემდეგ სადილი გაამრავალფეროვნეთ ხილით, ვახშმად დაუმატეთ ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული. დიეტის შემდგომი კვირის განმავლობაში ჩვეულ რაციონში შეიტანეთ – კვერცხი, რძე, მოხარშული ხორცი, ხილი. ერთი სიტყვით, ასე, აუჩქარებლად გადადით კვების ნორმალურ რეჟიმზე.




კომენტარები (28)
თამოო
ხილი და ბოსტნეული არ შეიძლება თუ მარტო წიწიბურა და მაწონზე ვიყო?
გვანცა
ეს დიეტა კუცჰსდა ნაწლავებს აზიანებსო ყველაზე კარგი მაწვნის და გრეჩიხის დიეტაა ანმარტო გრეცჰიხის შეიდზლება ჩემმა მეგობარმა 20 კილო დაიკლო ეგერე ერთ თვეში
elene
რამდენ დღიანია ეს დიეტა ?
თათია
ძალაინ მინდა დავიკლო დღეიდან აუცილებლად დავიწყებ ამ დიეტას თუ ბოლომდე გავქაჩავ აუცილებლად მოგახსენებთ რამდენს დავიკლებ ...
ტატა
მე დღეს დავიწყე დიეტა წიწიბურის და ერთ კვირაში უნდა დავიკლო საგრძნობლად, თუ რამდენს დავიკლებთ მოგახსენებთ შემდგომ
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
კეფირის ერთკვირიანი დიეტა, მინუს 4-6 კგ
14:53 / 27-03-2015
კეფირის დიეტით ერთ კვირაში 4-დან 6 კგ-მდე დაიკლებთ.
სწორი კვება და სამაგალითო მენიუ მუცლის დიეტის დროს
11:50 / 26-03-2015
1. გამორიცხეთ მარილი;2. უარი თქვით ალკოჰოლზე;
დიეტა – 7 დღეში 7 კილოგრამი
15:24 / 25-03-2015
პირველი დღე. პროდუქტების ნაკრები: მოხარშული ქათმის ფილე (200 გრ), ვაშლი (2 ცალი), ფორთოხალი (1 ცალი), უცხიმო ხაჭო (100 გრ), უცხიმო იოგურტი (1 ცალი), 1 ულუფა შვრიის ფაფა (100 გრ).
დიეტა – "დღეში მინუს 1 კგ"
16:21 / 24-03-2015
დილის 7 საათი – მწვანე ჩაი უშაქროდ;9 საათი – მოხარშული კვერცხი;
უნიკალური ნაყენი – ორგანიზმის წმენდა და თვეში მინუს 10 კილოგრამი
16:52 / 23-03-2015
ზედმეტი 10 კილოგრამის დაკლება 3 კვირაში ერთი უნიკალური რეცეპტით არის შესაძლებელი:
წონის დაკლების 5 ოქროს წესი - მკითხველის გამოცდილება
11:55 / 17-03-2015
არსებობს წონის დაკლების და ჯანმრთელი ცხოვრების 5 მარტივი წესი, რომელსაც "ოქროს წესს" ეძახიან.
სასმელი, რომელიც დიეტის გარეშე კვირაში 4 კგ-ს დაგაკლებინებთ
11:35 / 16-03-2015
"გოგოებო, შოკში ვარ! ამ სასმელს ერთი კვირაა ვსვამ და 4 კგ დავიკელი" – გვწერს აღფრთოვანებული მკითხველი.
მარტივი ვარჯიში "ხიდი" საოცარი ეფექტით
10:41 / 16-03-2015
5 მიზეზი, რის გამოც "ხიდი" უნდა გააკეთო:
დაწვით მეტი კალორია თითქმის არაფრის შეუცვლელად
13:00 / 07-03-2015
7 კარგი ჩვევა, წონის შესამსუბუქებლად, განსაკუთრებული რეჟიმისა და ძალისხმევის გარეშე.
თამუნა ვაშალომიძის სუპერდიეტა - "ჭამეთ ღამე და დაიკელით 8-9 კილოგრამი''
14:50 / 05-03-2015
მოდელი თამუნა ვაშალომიძე ბოლო დროს საზოგადოებას სკანდალებით აოცებს და სხვათა შორის, არც მისი დიეტა აღმოჩნდა გამონაკლისი, რადგან მის თქმით, ღამე ჭამით, თურმე, შესაძლებელია წონაში დაიკლოთ.
არქივის კალენდარი