საიდუმლო არავისთვისაა, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად, ქალების უმრავლესობა დიეტების ათასგვარ ხერხს მიმართავს. მათი უმეტესობა კი კვების აკრძალვას ნიშნავს, რაც არცთუ სასიამოვნო პროცესია.
ამიტომ გთავაზობთ დიეტას ზარმაცებისთვის, რომელიც მხოლოდ წყლის სწორად მიღებაზეა დაფუძნებული. როგორც აღმოჩნდა, დღეში მხოლოდ 2 ლიტრი წლის დალევა საკმარისია იმისათვის, რომ სხეულის ძველი ფორმები დაიბრუნოთ.
წყლის დიეტის დაცვის წესები
ამ დიეტის დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ არ გიწევთ შიმშილი. სასურველი ეფექტის მისაღწევად, მხოლოდ რამდენიმე წესის დაცვაა საჭირო.
დალიეთ ერთი ჭიქა წყალი უზმოზე
ამ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა, რომ წყალი ოთახის ტემპერატურის იყოს. იგი გამოაფხიზლებს ორგანიზმს და ამავდროულად, სამუშაოდ განაწყობს.
ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალიეთ 2 ჭიქა წყალი (იგივეს გაკეთება საჭიროა როგორც ყოველი კვების წინ, ისე წახემსებამდეც).
არ დალიოთ წყალი ჭამის დროს და კვების დასრულებიდან 2 საათის განმავლობაში.
წყლის მაქსიმალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს დღეში 2 ლიტრს. ამაში არ იგულისხმება ჩაი, ყავა და მსგავსი სასმელები. თუ სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან მოკლე დროში გსურთ, მაშინ უმჯობესია, თუ რაციონიდან, წყლის გარდა, სხვა ყველა სასმელს ამოიღებთ.
დიეტის განმავლობაში წყალი თქვენი მუდმივი თანამგზავრი უნდა იყოს. ამიტომ დარწმუნებული უნდა იყოთ მის სისუფთავეში. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამ დიეტის დაცვის შემთხვევაში, რამდენიმე ხანში საგრძნობლად დაიკლებთ წონაში, თანაც ისე, რომ ორგანიზმს არავითარ შეზღუდვას არ დაუწესებთ. იმისთვის, რომ იდეალურად გამოიყურებოდეთ, დღეში მხოლოდ 2 ლიტრი წყალია საკმარისი.
ჟურნალი "და ქალი"
(გამოდის თვის დასაწყისში)