42 წლის სარა სმიტმა ყოველდღიურად 3 ლიტრი წყლის სმა მას შემდეგ დაიწყო, რაც გამუდმებულმა თავის ტკივილებმა შეაწუხა და თავი სუსტად იგრძნო.
ქალი "წყლის დიეტას" 4 კვირის განმავლობაში იცავდა. ამ ხნის მანძილზე მისი სახის კანი გლუვი და ხავერდოვანი გახდა, გაუქრა ნაოჭები და გამონაყარი სახიდან, გათავისუფლდა თავის ტკივილებისგან.
სარას თქმით, ადრე ის დილას ფინჯანი ჩაით იწყებდა და შემდეგ დღის განმავლობაში მხოლოდ ერთ-ორ ჭიქა წყალს სვამდა.
თუმცა ნევროლოგთან და დიეტოლოგთან ვიზიტის შემდეგ, იმისათვის, რომ ორგანოებს ნორმალური ფუნქციონირება დაეწყო, ექიმების ერთი და იგივე რჩევით, დღეში სამი ლიტრი წყლის მიღება დაიწყო… 4-კვირიანი ექსპერიმენტის შემდეგ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა – ქალი 10 წლით გაახალგაზრდავდა. – წერს Daily mail-ი.