ჩატნი – პომიდვრის ფრანგული სოუსი ხელს უწყობს საკვების მონელებას, ანეიტრალებს ცხიმებს და აუმჯობესებს კანის ფერს!
გარდა იმისა, რომ ეს ცივი სოუსი წონაში გახდომას უწყობს ხელს, ის ძალიან უხდება ძროხის ხორცს, ინდაურს, ქათამს და ბრინჯს. მისი მომზადება კი ძალიან მარტივია და ხელმისაწვდომი.
კლასიკური შემადგენლობა:
4 პომიდორი (გააცალეთ კანი და თესლი, დაჭერით), 2 პატარა თავი ხახვი (სასურველია, თეთრი. წვრილად დაჭერით), 1/2 ჩაის კოვზი წითელი დაფქული წიწაკა, 1/2 ლიმონის წვენი, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით.
ყველა ეს ინგრედიენტი ერთად ჩაყარეთ და მიქსერით ან ბლენდერით რამდენიმე წამი თქვიფეთ.
შეინახეთ გრილ ადგილას ან მაცივარში.
კლასიკურ რეცეპტს შეგიძლიათ დაუმატოთ სხვა სანელებლები: დარიჩინი, მდოგვი, ბაზილიკი და სულ სხვადასხვა არომატის საწებელს მიიღებთ.