ფიზიკურ ვარჯიშებთან და სწორად შერჩეულ კვების რაციონთან ერთად ლიმონის წვენი დაგეხმარებათ მოკლე ვადაში დაიკლოთ წონაში.
სხვათა შორის, თუ ლიმონის კანსაც მიირთმევთ, მაშინ შესაძლებელია 4 საათის განმავლობაშიც კი ჩაიხშოთ შიმშილის გრძნობა: ნივთიერება, რომელიც ლიმონის ქერქშია, კუჭში მოხვედრისთანავე გადაიქცევა ბლანტ სითხედ და ეკვრის ნაწლავის კედლებს, რაც ორგანიზმის "მოტყუებას" და შიმშილის გრძნობის შესუსტებას იწვევს.
ამავე დროს, ლიმონი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც განსაკუთრებულად საჭიროა იმუნიტეტის ასამაღლებლად, ასევე _ სახის კანის ჯანსაღი ფერის შესანარჩუნებლად.