2013 წელს ქრისტინა აგილერამ ნამდვილი ფურორი მოახდინა, მან 30 კგ სულ რამდენიმე თვეში დაიკლო.
მომღერალმა დიეტის საიდუმლოებები მილიონობით თაყვანისმცემელს გაუმხილა.
დაგროვილ კილოგრამებთან ბრძოლა ქრისტინამ ყველა მიმართულებით დაიწყო, თუმცა, პირველი, რაც დაუყოვნებლივ შეცვალა, ეს, რა თქმა უნდა, რაციონი იყო. აგილერამ აირჩია ე.წ. დიეტა სახლში მიტანით, რომლის მიხედვითაც, პროფესიონალ დიეტოლოგებს დღეში სამჯერ სახლში გარკვეული რაოდენობისა და შემადგენლობის ულუფები მიაქვთ. აგილერას შემთხვევაში დღიური ნორმა მხოლოდ 1600 კკალ-ს შეადგენდა.
მიუხედავად ამისა, ქრისტინას კვების რეჟიმს მკაცრს ვერ დავარქმევდით. უბრალოდ, მომღერალი ჯანმრთელ პროდუქტებზე გადაერთო. ასე მაგალითად, საუზმეზე ქრისტინა მიირთმევს ნახევარ ავოკადოს, ცოტაოდენ ინდაურის ხორცს და კენკრას. მომღერლის სადილი შედგება ნიახურისგან ნუშის ზეთით, ხოლო ვახშამი – ქათმის ან თევზისგან. რესტორანში მომღერალი უკვეთავს მხოლოდ თავის საყვარელ ტუნას სალათას და ხანდახან თავს უფლებას აძლევს, მიირთვას ბოკალი ღვინო.
ვარსკვლავის სიტყვებით, ასეთი არაჩვეულებრივი შედეგის მთავარი მიზეზი არა მხოლოდ პროდუქტების ზედმიწევნით შერჩევაა, არამედ მთლიანობაში კვების სისტემა: მაგალითად: ერთ ჯერზე მისაღები საკვების პორცია არ უნდა აღემატებოდეს რაოდენობას, რომელიც ერთ ხელში მოთავსდება და დღის განმავლობაში საკვების მიღების რაოდენობა 5-ჯერადზე ნაკლები არ უნდა იყოს.
თუმცა ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლისას მხოლოდ კვების შეზღუდვა არ კმარა. ამიტომაც მომღერალი სპორტდარბაზის ხშირი სტუმარიც გახდა. რეგულარული ვარჯიშები, პირადი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ქრისტინას ყოველდღიურ აუცილებელ პროგრამაში შედის. აგილერამ აქცენტი ძალოსნურ ვარჯიშებზე შეაჩერა, რომელსაც იოგას უნაცვლებს ხოლმე.
როგორც წესი, ვარჯიში სიარულით ან სარბენ ბილიკზე სირბილით იწყება, რის შემდეგაც პოპ-დივა გადადის ტრიცეპსებისა და ბიცეპსების მუშაობაზე. ამ კუნთების ასამუშავებლად მომღერალი 2-დან 9 კილოგრამამდე ჰანტელებით ვარჯიშობს. ხოლო შემდეგ გადადის პრესზე – მინიმუმ 350-ჯერ აკეთებს აჭიმვებს და ბუქნებს.
მაგრამ ყველაზე მთავარი, ქრისტინას თქმით, ეს სისტემატურობაა: ვარსკვლავს უნდა თუ არა, ყოველთვის ვარჯიშობს კვირაში 5 დღე.
თუმცა მომღერალი აღიარებს: "არჩევანის უფლება რომ მქონდეს, სამუშაო დღის შემდეგ ვარჯიშზე წავიდე თუ დრო შვილთან გავატარო, არც კი დავფიქრდებოდი, ისე ავარჩევდი მეორეს". პოპ-შემსრულებლისთვის პირველ ადგილზე მაინც ოჯახია.