ეს დიეტა 14 დღეზეა გათვლილი. მერვე დღე იმეორებს პირველს, მეცხრე – მეორეს და ასე შემდეგ.
დიეტის შემქმნელები 2 კვირაში 5 კგ-ის დაკლებას გვპირდებიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს დიეტა ცილებით არის მდიდარი და ბევრისთვის არ არის რეკომენდებული. ამიტომაც მის დაცვას ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ გირჩევთ.
დიეტის პირველი დღე – სამი მოხარშული კვერცხი, 3 ვაშლი, სამი ფინჯანი ყავა – ეს ყველაფერი გაანაწილეთ სამ მიღებაზე.
მეორე დღე: სამი მოხარშული კვერცხი, სამი ვაშლი, სამი ფინჯანი ყავა – ასევე გაანაწილეთ სამ მიღებაზე.
მესამე დღე: საუზმე – 2 მოხარშული კვერცხი, ყავა; სადილი – მოხარშული ხორცი (ქათამი ან უცხიმო ძროხის ხორცი), მწვანილი (ნიახური, სალათის ფურცლები); ვახშამი – ერთი მოხარშული კვერცხი, მწვანილი.
მეოთხე დღე: საუზმე – ერთი მოხარშული კვერცხი; სადილი – მოხარშული თევზი, პომიდორი; ვახშამი – 2 მოხარშული კვერცხი, უშაქრო ყავა.
მეხუთე დღე: საუზმე – ერთი მოხარშული კვერცხი, ფინჯანი ყავა; სადილი – 2 მოხარშული კვერცხი, პომიდორი; ვახშამი – შემწვარი ან მოხარშული თევზი, ბოსტნეულის სალათა ლიმონის წვენით.
მეექვსე დღე: ერთი კვერცხი, ფინჯანი ყავა; სადილი – მოხარშული უცხიმო ხორცი (ქათმის ან ძროხის), კიტრის სალათა; ვახშამი – ქათმის ხორცი, პომიდვრისა და მწვანილის სალათა, ფინჯანი ყავა.
მეშვიდე დღე: საუზმე – ერთი კვერცხი, ფინჯანი ყავა; სადილი – ქათმის ხორცი, ბოსტნეულის სალათა; ვახშამი – ქათმის მოხარშული ხორცი, შემწვარი ან ნედლი ვაშლი, ფინჯანი ყავა.
8-14 დღე: მენიუ მეორდება პირველიდან მეშვიდე დღის ჩათვლით.