25 წლის ავსტრალიელმა მოდელმა და Instagram-ის ვარსკვლავმა ლონი ჯეინმა თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო: იმისათვის, რომ ფორმა შეენარჩუნებინა, 6 თვის ორსული გოგონა დღეში მხოლოდ 20 ბანანს და ხილის სალათებს მიირთმევდა.
გარდაუვალია, რომ ორსულობის შემდეგ ქალი წონაში იმატებს – ხანდახან რამდენიმე კილოგრამსაც კი. თუმცა, ავსტრალიელმა მოდელმა, 25 წლის ლონი ჯეინმა, გადაწყვიტა, ეს თავიდან აეცილებინა. მომავალი დედა 6 თვის ორსულობიდან მოყოლებული, ვეგეტარიანელი გახდა. ლონის ყოველდღიური რაციონი შედგებოდა 20 ბანანისგან და ხილის სალათებისგან. ფანატები, ფაქტობრივად, თავს დაესხნენ ქალს და ის უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულეს.
ახლახან ჯეინმა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა და სულ რაღაც 2 დღეში ფორმაში ჩადგა.
"ორსულობის დროს 17 კგ მოვიმატე, ხოლო მშობიარობიდან მეორე დღეს უკვე 10 კგ-ით ნაკლები ვიყავი. ამჟამად იოგათი ვარ დაკავებული, ხოლო დილაობით ველოსიპედით ვსეირნობ", - დაწერა საკუთარ მიკრობლოგში ლონიმ. როგორ მოახერხა მან ეს?
ჯენი ორსულობის მესამე თვიდან თითქმის უცხიმო ვეგეტარიანულ დიეტაზე გადავიდა, რომელიც ექიმმა დუგლას გრემმა შესთავაზა.
შემდეგ ლონიმ რადიკალურ მეთოდს მიმართა და მთლიანად ხილზე გადავიდა. მისი საუზმე მხოლოდ ხილისგან შედგებოდა: ნახევარი საზამთრო, 6 ფორთოხალი, ცოტაოდენი ყურძენი და ანანასი. ხოლო დღის განმავლობაში ლონი მიირთმევდა ბანანს, რომლისგანაც სხვადასხვა კერძს ამზადებდა, - კოქტეილებიდან დაწყებული, სუპებით დამთავრებული.
"ხილის დიეტაზე მხოლოდ იმიტომ არ გადავსულვარ, რომ წონაში დამეკლო. მივხვდი, რომ რასაც ადრე მივირთმევდი, - ეს საკვები კი არ იყო, არამედ ნაგავი. უცნაურია, რომ საერთოდ გადავრჩი".
ჯანმრთელი კვების ერთ-ერთმა სპეციალისტმა და დიეტოლოგმა კომენტარი გააკეთა ლონის დიეტასთან დაკავშირებით: "ასეთ დიეტას ორსულებს არ ვურჩევდი. ამინომჟავები, რომლებიც ცილების შემადგენლობაში შედის, ჩვენი ორგანიზმის საშენი მასალაა, მით უმეტეს, ბავშვის შემთხვევაში. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრის პერიოდში ცილების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხოლო ზოგიერთი ცხიმის გარეშე შეუძლებელია ნორმალურად ჩამოყალიბდეს ბავშვის ტვინი და მხედველობის ორგანოები".
საბედნიეროდ, ჯენის ჯანმრთელი ბავშვი ჰყავს, მაგრამ უნაკლო სხეული ნამდვილად არ ღირს ამ რისკად.
თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?