გარდა იმისა, რომ სუპები, რომელთა რეცეპტებსაც ახლა შემოგთავაზებთ, ეფექტურად წვავს ცხიმებს, ისინი ენერგიით მოგამარაგებთ და თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს.
მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტები, რომლებიც ამ დიეტაშია შესული, მიიღოთ ზუსტად მითითებულ დღეებში.
7-დღიანი დიეტის დაცვა შეგიძლიათ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგესურვებათ. თუ შუალედში დაარღვიეთ, დაიწყეთ ის თავიდან.
ცხიმისმწველი სუპის რეცეპტი (ვარიანტი #1)
- 6 პატარა ხახვი
- რამდენიმე პომიდორი (შეგიძლიათ დაკონსერვებული)
- პატარა თავი კომბოსტო
- 2 მწვანე წიწაკა
- 1 კონა ნიახური
- ბოსტნეულის ბულიონის 2 კუბი
დაჭერით ბოსტნეული წმინდად ან საშუალო ზომებად და დაასხით წყალი. დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი, წიწაკა და სურვილისამებრ, დაუმატეთ სანელებლები. ადუღეთ არაუმეტეს 10 წუთისა, შემდეგ დაუწიეთ გაზს და გააგრძელეთ დაბალ ცეცხლზე ხარშვა იქამდე, სანამ ბოსტნეული არ მომზადდება.
სუპის რეცეპტი (ვარიანტი #2) უფრო მკაცრი დიეტისთვის.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 200 გრ ნიახურის ფესვი
- პატარა თავი კომბოსტო
- 6 საშუალო სტაფილო
- 6 პატარა ხახვი
- 6 პომიდორი
- ერთი ბულგარული წიწაკა
- 400 გრ მწვანე ლობიო
- 1,5 ლ ტომატის წვენი, მწვანილი და სუნელები.
ბოსტნეული და ნიახური დაჭერით მოგრძო, წვრილ ნაჭრებად, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ტომატის წვენი და მიიყვანეთ ადუღებამდე. თუ წვენმა მთლიანად ვერ დაფარა ბოსტნეული, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი. ადუღეთ დაახლოებით 10 წუთი, თან დროდადრო ურიეთ. შემდეგ დაუწიეთ გაზს და კიდევ 10 წუთი თავდახურულ ქვაბში ხარშეთ. მიღებამდე შეგიძლიათ სუპი დააბლენდეროთ. ამ შემთხვევაში პროდუქტები ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ.
ამ წვნიანის მირთმევა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, როცა კი მოგშივდებათ. დილით გაავსეთ წვნიანით თერმოსი და ატარეთ თან.
თუმცა მხოლოდ ამ სუპით მთელი დღე კვება არ შეიძლება. რაციონის გამდიდრება აუცილებელია სხვა კომპონენტებითაც.
დღე პირველი
სუპი და ხილი. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ხილი, გარდა ბანანისა. ნესვსა და საზამთროში ნაკლები კალორიაა, ვიდრე სხვა ხილში. მთელი დღე მიირთვით მხოლოდ სუპი და ხილი. სასმელიდან შეგიძლიათ მიირთვათ ყავა ან ჩაი, შტოშის წვენი ან უბრალოდ წყალი (წყალი – რაც შეიძლება ბევრი).
დღე მეორე
სუპი და ბოსტნეული. შეგიძლიათ სუპთან ერთად მიირთვათ ნებისმიერი ბოსტნეული (ქორფა, უმი თუ დაკონსერვებული). ამ დღეს სადილად შეგიძლიათ მიირთვათ გამომცხვარი კარტოფილი კარაქთან ერთად. ხილი ამ დღეს გამორიცხულია. სვით წყალი.
მესამე დღე
სუპი, ხილი და ბოსტნეული. მიირთვით სუპი და ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული, გამორიცხეთ მხოლოდ კარტოფილი. სვით წყალი.
მეოთხე დღე
სუპი, ხილი და ბოსტნეული, ბანანიც და უცხიმო რძე. შეგიძლიათ დღის განმავლობაში მიირთვათ 3 ბანანი და სვათ რაც შეიძლება ბევრი წყალი.
მეხუთე დღე
ძროხის ხორცი და პომიდორი სუპთან ერთად. შეგიძლიათ მიირთვათ 300-800 გრ მოხარშული ძროხის ხორცი და ერთი ქილა დაკონსერვებული პომიდორი (ან ჩვეულებრივი პომიდორი – რამდენიც გაგეხარდებათ). დღეში ერთხელ მაინც უნდა მიირთვათ სუპი.
მეექვსე დღე
ძროხის ხორცი და ბოსტნეული (განსაკუთრებით, ფოთლოვანი), პლუს სუპი. დღის განმავლობაში 2 ან 3 ბიფშტექსის მირთმევა შეგიძლიათ და ბოსტნეული განუსაზღვრელი რაოდენობით, თუმცა არანაირი კარტოფილი. სვით წყალი.
მეშვიდე დღე
ყავისფერი ბრინჯი, ხილის წვენი, ბოსტნეული და სუპი. ამ დღეს შეგიძლიათ მიირთვათ ყავისფერი მოხარშული ბრინჯი, უშაქრო ხილის წვენი და ბოსტნეული. ბრინჯი შეგიძლიათ დაუმატოთ სუპში. ასევე შეგიძლიათ ბრინჯში დაუმატოთ ბოსტნეული – დაჭრილი ხახვი, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო და სუნელები. სვით წყალი.
კატეგორიულად გეკრძალებათ: პური, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები. არანაირი შემწვარი და ცხიმით მომზადებული კერძი.
საერთო წესები:
მკაცრად დაიცავით ყოველ დღეზე მოცემული რეკომენდაციები. არ ჩართოთ არანაირი ფანტაზია. აიწონეთ დილაობით.
სუპი მიირთვით ყოველდღე, მაშინვე, როგორც კი შიმშილს იგრძნობთ. ფრთხილად იყავით კარაქთან – მისი გამოყენება მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ – გამომცხვარ კარტოფილთან ერთად.
ხორცი აბსოლუტურად მჭლე უნდა იყოს.
იყავით მომხიბვლელები და ჯანმრთელები!