კვერცხის დიეტა მეტად პოპულარულია, რადგან სიმარტივის გარდა, ერთი კვერცხის მირთმევის შემდეგაც დანაყრებულად გრძნობ თავს. კვერცხი ცილის საბადოა. გარდა ამისა, შეიცავს A, B და E ვიტამინებს.
დიეტის დაწყებამდე გაიხსენე, ალერგია ხომ არ გაქვს კვერცხზე?.. კვერცხის დიეტის ორი ვარიანტი არსებობს, ორივე მარტივი და ძალიან ეფექტურია. არჩევანი კი შენზეა.
პირველი ვარიანტი
თუ წონის სწრაფად დაკლება გსურს, 3 დღის განმავლობაში რაციონიდან გამორიცხე ყველა ჩვეული პროდუქტი და მხოლოდ გრეიპფრუტითა და კვერცხით (თოხლოდ მოხარშული, არაუმეტეს სამი ცალისა დღეში) იკვებე. აუცილებლად და ხშირად სვი წყალი, მწვანე ჩაი და ბალახების ნაყენები. ეს ბოლო ორი სასურველია უშაქროდ.
მეორე ვარიანტი
კვერცხის მეორე დიეტა 14-დღიანია. ამ პერიოდის განმავლობაში უნდა იკვებო მოხარშული კვერცხით (არაუმეტეს 4 ცალისა დღეში), მოხარშული, უცხიმო ხორცით (არაუმეტეს 150 გრამისა დღეში), შეუზღუდავი რაოდენობის სალათის ფურცლებითა და მწვანილით (შესაძლებელია მცენარეული ზეთის დამატება), გრეიპრუტითა და, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დალიო წყალი, უშაქრო მწვანე ჩაი და კომპოტები.