ეფექტურად და სწრაფად გახდომის რამდენიმე საიდუმლო - Marao

ეფექტურად და სწრაფად გახდომის რამდენიმე საიდუმლო

2014-04-28 11:42:40+04:00

1. სვი წყალი

ის, ვინც დღეში 0,5 ლ წყალს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალევს, სხვა აღარაფერი რომ გააკეთოს, 33 კკალ-ს მაინც დაწვავს. შესაბამისად, დღეში 2 ლ წყლის მიღებისას 120 კკალ დაიწვება.

2. მიირთვი კარტოფილი

ეს ნაყოფი შეიცავს სახამებელს, რომელიც კლავს შიმშილის გრძნობას და ეხმარება ცხიმის წვას.

3. ესპრესო გასეირნების წინ

ფიზიკური დატვირთვის წინ კოფეინი მეტ კალორიას დაგაწვევინებს სარბენ ბილიკზე. თუმცა შეგიძლია მიირთვა ყავა (რა თქმა უნდა, უშაქრო და რძის გარეშე) და უბრალოდ, გაისეირნო პარკში. ეფექტი თითქმის იგივე იქნება.

4. გრეიპფრუტი დღეში ერთხელ

ჭამის შემდეგ 2 ნაჭერი გრეიპფრუტი ზედმეტი წონისგან დაგიცავს. თუმცა უნდა მიირთვა უშაქროდ.

5. შეამცირე კალორიები

მინიმუმამდე დაიყვანე ცხოველური ცხიმები შენს რაციონში. შეწვი ყველაფერი მცენარეულ ზეთში, მიირთვი დაბალკალორიული ყველი და ქათამი კანის გარეშე.

6. იხტუნავე სახტუნაოთი

ყოველდღე იხტუნავე ნახევარი საათი სახტუნაოთი და 350 კკალ-ს დაწვავ.

7. სვი მწვანე ჩაი

ვახშამზე ხორცი ჭამე? დააყოლე მწვანე ჩაი. ის ორგანიზმს განტვირთავს.

8. დააწექი წერტილებს

შესაძლოა, რთული დასაჯერებელი იყოს, მაგრამ ეს სიმართლეა: როცა ძალიან მოგშივდება, 3-ჯერ მიაჭირე ცერა და შუა თითი ერთმანეთს და შიმშილის გრძნობა გაქრება.

9. ღვინო

ბოკალი წითელი ღვინო (არაუმეტეს 85-100 მლ-სა) ნოყიერ ვახშამს გაანეიტრალებს. მნიშვნელოვანია, არ გაერთო სასმლით, თორემ არასასიამოვნო შეგრძნების გარდა, მეორე დღეს ზედმეტი წონაც დაგრჩება.

10. ტურბო-სასმელი

კვერცხის ცილაზე მომზადებული კოქტეილი შესანიშნავად წვავს ცხიმებს. ათქვიფე ცილა ცოტაოდენ კენკრასთან ერთად და მიირთვი ვახშამზე.

11. ველოსიპედი

დათბა და შესანიშნავი დროა ველოსიპედით სეირნობისთვის. ერთსაათიანი ასეთი გასეირნება 600 კკალ-ს დაგაწვევინებს.

12. გაათამამე საკუთარი თავი

მოიმზადე ჟოლოს შარბათი. ათქვიფე მიქსერით 250 გრ ჟოლო, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 250 გრ დიეტური იოგურტი. შედგი ნახევარი საათით მაცივარში და შემდეგ მიირთვი გემრიელად. შარბათი მხოლოდ 25 კკალ-ს შეიცავს.