ამ ექსპერს-დიეტის დიდხანს დაცვა არ შეიძლება, რადგან მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ჭარხლიან კეფირს სვამთ და წყალს.
ზუსტი დოზების დაცვა ამ დიეტის დროს საჭირო არ არის. კლასიკურ ვარიანტში მთელი დღის განმავლობაში უნდა მიგეღოთ მოხარშული ჭარხალი განუსაზღვრელი რაოდენობით და დაგეყოლებინათ კეფირი (მაწონი).
თუმცა, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, მოხარშული, უმარილო ჭარხალი არც ისე გემრიელია. სამაგიეროდ, ძალიან სასიამოვნო დასალევია კეფირთან ერთად. დააბლენდერეთ მოხარშული ჭარხალი კეფირთან ერთად და გემრიელად მიირთვით.
სვამთ განუსაზღვრელი რაოდენობით. შეგიძლიათ დალიოთ ყავა და ჩაი უშაქროდ, წყალი რაც შეიძლება მეტი.