ამ დიეტის დაცვა ხანგრძლივად არ არის რეკომენდებული. შეგვიძლია გავაკეთოთ კვირაში მხოლოდ 2-3 დღე.
მაშ ასე:
დილის 7 სთ-ზე – უშაქარო მწვანე ჩაი
9 სთ-ზე – მოხარშული კვერცხი;
11 სთ-ზე – 1 სუფრის კოვზი წინასწარ ადუღებულ წყალში დამბალი ქიშმიში;
13 სთ-ზე – 100 გ მოხარშული ხორცი (ქათამი, ან ძროხის მჭლე ხორცი);
15 სთ-ზე – 1 ჭიქა პომიდვრის წვენი;
17 სთ-ზე – მოხარშული კვერცხი;
19 სთ-ზე – ვაშლი
21 სთ-ზე – 1 ჭიქა რძე (მაწონი, კეფირი).
რეკომენდაციები:
- მაქსიმალურად ეცადეთ შეზღუდოთ მარილი;
- არავითარ შემთხვევაში არ ჩაანაცვლოთ პროდუქტები და არ გამოტოვოთ ჭამის საათები.
- იკვებეთ მკაცრად მოცემულ დროებში.
- წყალი სვით განუსაზღვრელი რაოდენობით, აუცილებლად თითო ჭიქა მაინც კვებებს შორის. ჩაი, ყავა – ამ შემთხვევაში არ ითვლება.
- დიეტა არ არის ვეგეტარიანელებზე გათვლილი.
მაგრამ მაინც, ნუ ჩაიციკლებით დიეტებზე, საუკეთესო გასახდომი საშუალება – ეს მაინც სწორი კვება და სპორტია!
ასევე იხილეთ:
3-დღიანი დიეტა "კეფირი ჭარხლით" – მინუს 5 კგ
ექსპრეს-დიეტა