უმჯობესია, დაძინებამდე 2 საათით ადრე მსუბუქად ივახშმოთ. დაძინებამდე კუჭი საკვებს მოინელებს და დაწოლისას სიმძიმის შეგრძნება აღარ შეგაწუხებთ.
ზოგჯერ ერთი ჭიქა წყლის ან ფინჯანი მწვანე ჩაის დალევაა საკმარისი, რომ შიმშილის გრძნობა დათრგუნოთ. შეგიძლიათ ასკილის ღია ფერის ნაყენიც დალიოთ, იგი შიმშილობას დაგავიწყებთ. მაგრამ მუქი ფერის ნაყენს ნუ დალევთ, წნევა არ აგეწიოთ.
თუ სადილის ჭამა არ გსურთ, უპირატესობა თხილსა და ჩირს მიანიჭეთ, რომელსაც დიდხანს დაღეჭავთ.
თუ ფიგურსა უფრთხილდებით გირჩევთ ცილებით მდიდარ პროდუქტი მიიღოთ (მაწონი, იოგურტი, ხაჭო. მსუბუქი ცილის ომლეტი).
არც ბოსტნეულის წვნიანია ცუდი.
შეგიძლიათ ბოსტნეულის სალათა მოამზადოთ: გახეხილი სტაფილოსა და ვაშლის; ან გახეხილი ჭარხლისა და ნიგვზის. მაგრამ არ მოასხათ მაიონეზი ან ზეთი. ლიმონის წვენით ან მაწვნით შეაზავეთ.
თუ ძალიან გშიათ, მოხარშული თევზის, უცხიმო ხორცის, ფრინველის ხორცის მცირე ულუფაც შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულისა და მწვანე სალათის გარნირთან ერთად.
ძილის წინ შემწვარი კარტოფილის ჭამას არ გირჩევთ, მაგრამ კანიანად მოხარშული და მცირეოდენ რძეში ამოზელილი არ გეკრძალებათ.
თუ ფაფები გიყვართ, შვრიის ფანტელის ფაფა მოიმზადეთ და თაფლითა და ერთი ჩაის კოვზი სელის თესლით (უმჯობესია დაფქვილი) შეაზავეთ.
ტკბილეულობიდან მარტო თაფლი არ გეკრძალებათ.
რისი ჭამა არ შეიძლება ძილის წინ:
მთავარია, არ ჭამოთ ბევრი.
მოერიდეთ ცხიმიან და შემწვარ საკვებს.
ნუ მიეძალებით რთულ, რამდენიმე ინგრედიენტისგან შემდგარ კერძს.
მოერიდეთ ცხარე საკვებს, რადგან იგი კიდევ უფრო გაგმძაფრებთ მადას და იმაზე მეტს შეჭამთ,
ვიდრე ვარაუდობდით.
შეამცირეთ მარილის რაოდენობაც.
თუ ჭამა არ გინდათ, შეისუნთქეთ არომატურლი ზეთები, რომლებიც შიმშილის გრძნობას გაგიქრობენ: ესენია: ვანილის, პიტნის, მარწყვის, ფორთოხლისა და ვაშლის.