1. ცილები – ხელისგული
ცხოველური ცილები (თევზი, ხორცი, ხაჭო) ან მცენარეული ცილები (პარკოსნები, სოიოს ხორცი და სხვა) ერთ ჯერზე მიღებისას უნდა ეტეოდეს გაშლილი ხელის გულზე.
2. ცერა თითი – ცხიმები
ცხიმები ძალზე მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლისთვის, თუმცა მისი გადაჭარბება არ ღირს. ამიტომაც გაზომეთ მისი ერთი პორცია ცერა თითით.
3. მუჭა – ნახშირწყლები
ყველა რთული ნახშირწყალი (პური, ხილი, ბრინჯი, ხორბალი და სხვა...) მოცულობით უნდა უტოლდებოდეს თქვენს მუჭს.
4. მტკაველი – ბოსტნეული
გაშალეთ რაც შეიძლება დიდზე ცერა და ნეკა თითი – ეს იქნება ბოსტნეულის იდეალური პორცია. მეტიც შეგიძლიათ – უმ ბოსტნეულში ბევრი ვიტამინია და ძალიან ცოტა კალორია.