ისინი სულ ფორმაში არიან, მათზე მამაკაცები გიჟდებიან. არადა, თითქოს არც ისე დიდი ძალისხმევა სჭირდებათ ამისთვის. ვნახოთ, სინამდვილეში რა არის მათი მომხიბვლელი სხეულის საიდუმლო.
ირინა შეიკს, რომელიც მსოფლიოს ულამაზეს და ყველაზე სექსუალურ ქალთა შორის ყოველთვის წამყვან პოზიციებზეა, ხშირად ეკითხებიან, რა დიეტას იცავს. ის კი გამუდმებით პასუხობს, რომ საერთოდ არ ცნობს დიეტებს. პირიქით, იმასაც აღიარებს, რომ რუსული სამზარეულო უყვარს და ცომეულებზე გიჟდება. მისი თქმით, მთავარი ბალანსის დაცვაა და არა შიმშილობა. უბრალოდ, გემრიელობები ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს და ვარჯიშიც არ უნდა დაივიწყო.
ალესანდრა ამბროსიო მსოფლიოს საკუთარ დიეტას უმხელს. ამბობს, რომ ხორცის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ამიტომ ვეგეტარიანიზმის წინააღმდეგია. ყველაფერს მიირთმევს, ოღონდაც – ზომიერად.
სრულად იხილეთ: reitingi.ge