ეს დესერტი უგემრიელესია, 100 გ-ში მხოლოდ 19 კალორიაა და მეტიც, ის ეფექტურად წვავს ცხიმს.
ინგრედიენტები 2 პორციისთვის:
2 ცალი გრეიპფრუტი.
2 სუფრის კოვზი ზეთი.
6 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი.
ერთი ჩაის კოვზი დარიჩინი.
პიტნა გემოვნებით.
მომზადების წესი:
1. გაახურეთ გაზის ქურა 250 გრადუსზე.
2. გარეცხეთ გრეიპფრუტი, გაჭერით შუაზე და მოაჭერით კუჭი, რომ კარგად დადგეს ტაფაზე.
3. მოატარეთ დანა გრეიპფრუტის კანსა და თეთრ საფარველს შორის, ძალიან ნუ მოინდომებთ, რომ ნაყოფი არ ამოვარდეს კანიდან. ეს წვენის გამოსასვლელად გვჭირდება. ამიტომაც მოსახერხებელი იქნება კოვზით ამოღება.
4. ერთმანეთში აურიეთ ზეთი, შაქარი და დარიჩინი და ამ მასით მთლიანად დაფარეთ გაჭრილი გრეიპფრუტის ზედაპირი.
5. შედგით გახურებულ ქურაში 7-15 წუთი, სანამ შაქარი კარამელად არ გადაიქცევა.
6. გააციეთ 5 წუთის განმავლობაში, მორთეთ პიტნით და გემრიელად მიირთვით.