თუ მთელი თქვენი აზრი და დრო წინასაქორწინოდ სხვა სამზადისმა წაიღო და საკუთარი სხეულისთვის ვერ მოიცალეთ, მიმართეთ ექსპრეს-დიეტებს, რომლებიც ძალებსაც შეგინარჩუნებთ და ჯანმრთელობასაც.
ერთკვირიანი დიეტა
შეეცადეთ, დღის რაციონი ისე გაანაწილოთ, რომ საკვების ერთჯერადად მიღებული ულუფა 250 გ-ს არ აჭარბებდეს.
დიეტა ერთ, მაქსიმუმ 2 კვირაზეა გათვლილი და გამორიცხავს ცომეულს.
თუ 14 დღეს დაიცავთ, შეგიძლიათ ყოველი მეშვიდე დღე განტვირთა მოაწყოთ – მაგალითად, სვათ მხოლოდ ბალახის ჩაი.
საუზმე:
1. წყალზე მომზადებული შვრიის ფანტელი, მიუსლი ან ყავისფერი ბრინჯი;
2. ვაშლი ან გრეიპფრუტი;
3. ბალახის ჩაი.
მეორე საუზმე:
1. თხილი ან ნიგოზი, ბოსტნეულის სალათი;
2. ერთი ჭიქა წვენი.
სადილი:
1. თევზის ან ქათმის ბულიონი, ბოსტნეულის წვნიანი;
2. მწვანე სალათი;
3. გამომცხვარი ან მოხარშული ბოსტნეული;
4. მოხარშული თევზი ან ქათმის თეთრი ხორცი.
5. ბალახების ჩაი.
სამხარი:
1. უცხიმო ხაჭო;
2. იოგურტი.
ვახშამი:
1. ბოსტნეულის სალათი;
2. ხილი.
3-დღიანი ექსპრეს-დიეტა
საუზმე:
უცხიმო ხაჭო ან ერთი მოხარშული კვერცხი;
ერთი ნაჭერი ჭვავის პური;
მწვანე ჩაი.
მეორე საუზმე:
ხილი.
სადილი:
მოხარშული თევზი, მოხარშული ბრინჯი, მწვანე სალათი.
სამხარი:
ხილი.
ვახშამი:
ბოსტნეულის ბულიონი.
სხვათა შორის, ზაფხული – შესაშნავი დროა მონოდიეტებისთვის: ყაბაყის, კიტრის, ნესვის ან საზამთროსი.
მას მერე, რაც დაიკლებთ ზედმეტ კილოგრამებს და საქორწინო კაბასაც იდეალურად მოირგებთ, აუცილებელია, არ მოდუნდეთ და შეინარჩუნოთ მიღებული შედეგი.
სტატისტიკის მიხედვით, ქორწინების პირველ წესლ ქალების უმეტესობა 5-დან 10 კილოგრამამდე იმატებს წონაში.
ბედნიერ ქორწინებას გისურვებთ!