ნიახურის წვნიანი ამერიკელმა ქირურგებმა სპეციალურად გახდომის მსურველთათვის შექმნეს.
წვნიანის დიეტა მეტად ეფექტიანია, მისი წყალობით ადამიანი ადვილად და სწრაფად იკლებს წონაში. დიეტას არ აქვს შეზღუდვა და მისი დაცვა ყველას შეუძლია. ნიახურის წვნიანის რეგულარული მიღება აჯანსაღებს ორგანიზმს, აახალგაზრდავებს მას და უძლიერებს იმუნიტეტს.
ნიახურის წვნიანის დიეტა განსაზღვრულია ერთ კვირაზე. დიეტის დროს შეგიძლიათ ხილიც მიირთვათ (ბანანისა და ყურძნის გარდა) და ბოსტნეულიც (კარტოფილის გარდა). სვით უგაზო მინერალური წყალი, მწვანე და შავი ჩაი და ყავა - უშაქროდ.
მთავარი წესი: დღეში ერთხელ უნდა მიირთვათ ერთი თეფში ნიახურის ჯადოსნური წვნიანი.
ინგრედიენტები:
400 გრამი ნიახური, 0,5 გრამი თეთრი კომბოსტო, 6 პატარა თავი ხახვი, 3 საშუალო პომიდორი, 2 ცალი ტკბილი მწვანე წიწაკა, მარილი, პილპილი.
ბოსტნეული დაჭერით, დაასხით 3 ლიტრი წყალი და დაბალ ცეცხლზე დადგით. წამოდუღებისთანავე გამორთეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით და აი, წვნიანი მზადაა.
ნიახურის წვნიანი არის დიეტური, სამარხვო; მას ადვილად ითვისებს ორგანიზმი და რაც მთავარია, არის სასარგებლო და შეუძლია, ზედმეტი ცხიმი მოგაშოროთ.