უამრავი ქალი ცდის სხვადასხვა დიეტას, რათა მოხდენილი სხეული ჰქონდეს და გარშემო მყოფთა ყურადღება მიიქციოს. ჩინელი უხუცესების ცხოვრების წესი დაგეხმარებათ, ზედმეტი წონაც მოიკლოთ და ჯანმრთელობაც გაიუმჯობესოთ.
ჯანმრთელი და მოხდენილი სხეულის შესანარჩუნებლად ადამიანმა დღეში 1500 კალორია უნდა მიიღოს, მაგრამ რაციონი ისეთი პროდუქტებით უნდა გაამდიდროთ, რომელიც ვიტამინებითა და მინერალებით იქნება მდიდარი. ქალის რაციონი მდიდარი უნდა იყოს სელენით, ფლავონოიდებით, ცინკით, ომეგა-3-ის ცხიმებით, "ე" და "ც" ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით.
მიირთვით ბოსტნეული: გოგრა, პომიდორი, ტკბილი წიწაკა. სეზონის შესაბამისი ხილი დღეში არანაკლებ 3 ცალი უნდა შეჭამოთ. პარკოსნები, სიმინდი, ბრინჯი; ზომიერად ცხოველური ცხიმი. დასაშვებია უცხიმო, მოხარშული (ან ცეცხლზე შემწვარი) ხორციც. შეამცირეთ მარილისა და შაქრის რაოდენობა.
ნურასდროს შეჭამთ დანაყრებამდე, სუფრა ოდნავ მშიერმა უნდა დატოვოთ.
ნუ დაივიწყებთ ფიზიკურ აქტივობასაც. მეტი იარეთ სუფთა ჰაერზე ფეხით. სავარჯიშოებიდან გამოიყენეთ სახტუნაო: ამაღლებს ორგანიზმის ტონუსს, აუმჯობესებს სასუნთქი ორგანოებისა და გულ-სისხლძარღვთა მუშაობას;
ამკვრივებს ფეხის კუნთებს, გაგათავისუფლებთ ცელულიტისგან, ნელ-ნელა წვავს ზედმეტ კალორიებს. ჰულა-ჰუპი: ტანს იდეალურ ფორმას მიანიჭებს. მოგაცილებთ ზედმეტ მუცელს. იგი 5 წუთზე ნაკლები არ უნდა ატრიალოთ.
ფიტბოლით ვარჯიში აუმჯობესებს მკერდის, ზურგის, მუცლის, ხელებისა და ფეხების კუნთებს. წვავს ზედმეტ ცხიმს. აგრეთვე, სასარგებლოა იოგის ვარჯიში.
სწორად შერჩეული რაციონი და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა განწყობას და ჯანმრთელობასაც გაგიუმჯობესებთ და იდეალური სხეულის შექმნაშიც დაგეხმარებათ.