თუ პრეტენზია გაქვთ წონის, კანისა და თმის მიმართ, პრობლემის გადაჭრა შიგნიდან დაიწყეთ. ამისათვის ერთკვირიანი განმტვირთავი დიეტა გესაჭიროებათ.
რამდენიმე რჩევა იმ თანმხლები ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ერთკვირიან განმტვირთავ დიეტას ეფექტურს გახდის.
საკვების სიმცირის გამო ნაწლავები საჭირო აქტივობას არ ამჟღავნებს. ამიტომ მათი სტიმულირებისათვის დიეტის პირველ დღეს, დილით, ერთი ჭიქა გლაუბერის მარილიანი (დაახლოებით ერთ-ნახევარი სუფრის კოვზი ადუღებულ ჭიქა წყალზე) წყალი დალიეთ. კოქტეილს სასიამოვნო გემო რომ ჰქონდეს, ცოტა ლიმონის წვენი დაუმატეთ.
ორგანიზმი დაგროვილი ტოქსინებისგან თავისუფლდება. მათი მესამედი ოფლის სახით გამოიყოფა. ამიტომ დღეში ორჯერ შხაპი მიიღეთ. რაც შეეხება 24-საათიანი მოქმედების დეზოდორანტებს, ისინი საოფლე ჯირკვლებს აცობს. უმჯობესია, მათი ხმარებისაგან თავი შეიკავოთ.
შხაპის მიღებისას სხეული მაგარი ჯაგრისით დაიზილეთ.
კვირაში ორჯერ მარილის აბაზანა მიიღეთ. სტანდარტული ზომის აბაზანას ნახევარი კილო ზღვის მარილი დასჭირდება. პროცედურის ხანგრძლივობა 15 წუთია. დილით საწოლიდან უცბად არ წამოდგეთ, კარგად გაიზმორეთ.
განტვირთვის დიეტის გეგმა:
პირველი დღე - განმტვირთავი
საუზმე: ხილი და ნიგოზი.
სადილი: მოშუშული ბოსტნეული და ხაჭო.
ვახშამი: ხილის სალათა, იოგურტი და ხრამუნა პური.
შუალედებში: ვაშლი.
ყურადღება! განმტვირთავი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად არანაკლებ 3 ლიტრი წყალი, ბალახის ან ხილის ჩაი დალიეთ.