ევა ლონგორიას თევზის დიეტა
სასოწარკვეთილი დიასახლისი ევა ლონგორია – დახვეწილობისა და მოხდენილობის მაგალითია (157 სმ სიმაღლის მსახიობი მხოლოდ 48 კგ-ს იწონის).
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი მუდამ ფორმაშია, მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ ის მაინც სპეციალურ, "თევზის" დიეტას მიმართავს.
კვების სისტემა მთავარი არსის გარდა, მოითხოვს ტკბილეულზე, ცომეულზე, ცხიმიანსა და ალკოჰოლზე უარის თქმას. დიეტის მთავარი არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ძირითად კერძებს ცვლით მოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი თევზით (მაქსიმუმ 200 გ). თევზს გარნირად შეგიძლიათ დაუმატოთ უმი ბოსტნეული.
ჟიზელ ბიუნდჰენის ექსპრეს-დიეტა:
მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელს გემრიელი ჭამა უყვარს. განსაკუთრებით კი ჟიზელი გულგრილი ვერ რჩება პასტის, ფრანგული ტოსტების, რიზოტოსა და ხორცის სტეიკების მიმართ.
მაგრამ პოდიუმზე გასვლისა და ფოტოსესიების წინ მოდელი ფორმაში სწრაფად მოსასვლელად ექსპრეს-დიეტას მიმართვას: საუზმე – თოხლოდ მოხარშული კვერცხი, სადილი და ვახშამი – 200-200 გ უცხიმო ხაჭო და უშაქრო ჩაი. ჟიზელი გარანტიას იძლევა: სამ დღეში სამი კილოგრამი უკვალოდ ქრება.
ადრიანა ლიმას ცილოვანი დიეტა
33 წლის ადრიანა ლიმა არა მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მოდელია, არამედ 2 მცირეწლოვანი შვილის დედაც. მეორე შვილის გაჩენიდან მეორე თვეს ადრიანა პოდიუმზე სექსუალურ ბიკინიში გამოწყობილი გამოჩნდა.
სპორტის თავგადაკლული ფანატი საკუთარ ინსტრუქტორთან ერთად სპორტდარბაზში დღეში 7 საათს ატარებდა და პარალელურად მკაცრ დიეტასაც მიმართავდა.
ადრიანა სრულიად გამოირცხაბდა რაციონიდან მარილს და სხვა სანელებლებს, საყვარელ ტკბილეულს და აქცენტს ცილოვან საკვებზე აკეთებდა. მოდელის კიდევ ერთი საიდუმლოება გახლავთ – მცირე ულუფები, დღეში 3 ლიტრამდე წყალი და პროტეინის კოქტეილები.
ჯენიფერ ლოპესის განტვირთვის დღეები შოკოლადზე
არც ისე დიდი ხნის წინ ჯენიფერ ლოპესი მოდელის ფორმებით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ მაშინაც კი მომღერალი და მსახიობი არ გამოკლებია პლანეტის სექსუალური ქალების სიას. სიმსუქნისკენ მიდრეკილი მომღერალი დღეს არ აგდებს, რომ არ ივარჯიშოს და ყოველთვის აკონტროლებს კვებას. ხოლო კონცერტებისა და გადაღებების წინ საერთოდაც რაციონში მხოლოდ შოკოლადის ფილას ტოვებს. დღეში მხოლოდ 80 გ მწარე შოკოლადი და 2 ლიტრი წყალი – ეს ვარიანტი, რა თქმა უნდა, მხოლოდ განტვირთვის დღეებისთვის თუ გამოდგება, ვიდრე გრძელვადიანი დიეტებისთვის, თუმცა ლოპესი რამდენიმე დღეს ძლებს ამ რაციონზე, რაც მას ფორმაში უცებ მოსვლაში ეხმარება.