აქტიური დიეტა მხოლოდ რამდენიმე დღეზეა გათვლილი და მარტივი და სასარგებლო კერძებისგან შედგება.
მაშ ასე:
ხორცის, ანუ ცილოვანი დღე
ამ დღეს თქვენ ორგანიზმს ცხოველური ცილებით ამარაგებთ. ცილოვანი დღე მოიცავს 3 სახეობის უცხიმო ხორცს: ქათმის, ძროხის და კურდღლის.
ხორცის დღე "ქოქავს" წონაში კლების მექანიზმს.
ბოსტნეულის დღე
ამ დღეს მნიშვნელოვანია, კონკრეტულად რა ბოსტნეული შედის რაციონში. ბადრიჯანი ნივრით – ეს შეთავსება ცხიმის წვის ნამდვილი პროგრამაა. კიტრი – 95% წყალს შეიცავს. ბოლოკიც დაბალკალორიული პროდუქტია და ამასთან, ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს კანსა და უჯრედისზე.
ბოსტნეულის დღე ხარჯავს დიდი რაოდენობით ცხიმოვან უჯრედებს.
ხილის დღე
ეს დღე მდიდარია თავისი შემადგენლობით. დიეტის მესამე დღეს ორგანიზმი გლუკოზის ნაკლებობას განიცდის, რაც ასე მნიშვნელოვანია ტვინისთვის. ამიტომაც ხილის დღეს ვირჩევთ ტკბილ და სხეულისთვის მეტად სასარგებლო ხილის სახეობებს. მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, რომ ფორთოხალი უფრო სასარგებლოა, ვიდრე მანდარინი, უნდა გითხრათ, რომ ამ უკანასკნელს გააჩნია ცხიმის წვის უნიკალური თვისება. ამასთან, ფორთოხლისგან განსხვავებით, კი არ ამძაფრებს, არამედ პირიქით, აქვეითებს მადას. ხილის დღის რაციონში ასევე შედის თაფლი, რომელიც არა მხოლოდ გლუკოზით არის მდიდარი, არამედ სხვა სასარგებლო შაქრითაც. უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ თაფლს.
წყლისა და ხაჭოს დღე
შემაჯამებელი დღე. 24 საათში 3 კილოგრამამდე იკლებ. მე-5 დღეს ორგანიზმი მთლიანად მომზადებულია განტვირთვის დღისთვის და მშვენივრად ადიპტირებულია წონის მკვეთრად კლებისთვის.
დიეტის მენიუ
ხორცის, ანუ ცილოვანი დღე
საუზმე: 150 გრ მოხარშული ხორცი
სადილი: 100 გრ მოხარშული ქათმის ხორცი
ვახშამი: 200 გრ მოხარშული კურდღლის ხორცი.
ბოსტნეულის დღე
საუზმე: 2 კიტრისა და 2 ბოლოკის სალათა.
სადილი: 1 შემწვარი ბადრიჯანი ნივრით, ზეითუნის ზეთითა და მარილით შეზავებული.
ვახშამი: 100 გრ მოთუთქული კომბოსტო მარილთან ერთად.
ხილის დღე
საუზმე: 1 ავოკადოსა და 2 ჩაის კოვზი თაფლის სალათა.
სადილი: 4 მანდარინი
ვახშამი: 200 გრ წითელი ყურძენი.
მარცვლეულის დღე
საუზმე: 5 სუფრის კოვზი მოხარშული ბრინჯი, 2 სუფრის კოვზი ნიგოზი.
სადილი: 8 სუფრის კოვზი მოხარშული ბრინჯი, 15 ცალი ნუში.
ვახშამი: 6 სუფრის კოვზი მოხარშული ბრინჯი, 2 ცალი კაკალი.
წყლისა და ხაჭოს დღე
საუზმე: 2 ჭიქა წყალი, 5 სუფრის კოვზი ხაჭო.
სადილი: 3 ჭიქა წყალი, 7 სუფრის კოვზი ხაჭო.
ვახშამი: 2 ჭიქა წყალი, 5 სუფრის კოვზი ხაჭო
დიეტის დროს დღეში 1-დან 1,5 კგ-მდე იკლებთ.