1. იმისათვის, რომ არ ჭამო 18.00 საათის შემდეგ, დაიძინე 17.55 საათზე.
2. იმისათვის, რომ კალორიები ვერსად დაიმალოს, მოაშორე სახლიდან მაცივარი.
3. ყოველ ჯერზე, როცა ჭამა მოგინდება, შედი სოციალურ ქსელში და დაათვალიერე შენი მოხდენილი დაქალების ფოტოები. შური შიმშილზე ძლიერი გრძნობაა.
4. შეიძინე გამადიდებელი შუშა: მისი მეშვეობით "50-გრამიანი ორცხობილა" "250-გრამიან ფუნთუშად" გადაიქცევა.
5. ჩაანაცვლე ვახშამი სექსით.
6. საუზმეც.
7. არ დაგავიწყდეს საკუთარი თავის განებივრება! რამდენიმე ზედმეტი სალათის ფურცელი ნამდვილად აგიმაღლებს განწყობას!
8. მოუყევი შენი დიეტის შესახებ კოლეგებს. მათი ყოველდღიური დაკითხვა: "რა ქენი, რამდენი კილოგრამი დაიკელი?" – არ მოგცემს საშუალებას, რომ მოდუნდე.