დიეტა, ასეთი არასერიოზული სახელწოდებით, მოგვაწოდა მკითხველმა, რომელმაც შეძლო და 25 კგ დაიკლო. ეს კი უკვე ძალიან სერიოზულია.
"თავდაპირველად 11 კილოგრამი დავიკელი და ქმარმა მითხრა, რომ ბუმბულივით მსუბუქი გავხდი. სწორედ ამიტომ ვუწოდე დიეტას ბუმბული", - ჰყვება ირინა.
დიეტის რაციონი მხოლო 4 ინგრედიენტისგან შედგება: კეფირი, ქერის ბურღული ("პერლოვკა"), კომბოსტო და თევზი.
ქერის ბურღულისგან უნდა მოხარშოთ ფაფა, თუმცა მისი მომზადების წესი ცოტათი განსხვავებულია: 100 გრ ბურღულს დაასხით ღამით ცივი წყალი, დილით უნდა გარეცხოთ გაფუებული მარცვლეული, შემდეგ კვლავ დაასხათ წყალი და ხარშოთ მთელი 20 წუთი.
ფაფას შეგიძლიათ მოაყაროთ მარილი, მაგრამ თუ უმარილოდ შეძლებთ მის მირთმევას, ეს უკეთესი იქნება, რადგან სითხე ორგანიზმში არ დაკავდება.
100 გრ ბურღულით მომზადებული ფაფა უნდა გაანაწილოთ 5 თანაბარ ნაწილად და მიიღოთ დღის განმავლობაში.
დიეტის 7-დღიანი რაციონი უცვლელია:
საუზმე: ფაფის პირველი ნაწილი, 1 ჭიქა კეფირი.
მეორე საუზმე: ფაფის მეორე ნაწილი.
სადილი: 50 გრ მოხარშული თევზი, ფაფის მესამე ნაწილი.
სამხარი: ფაფის მეოთხე ნაწილი, უმი კომბოსტო (შეგიძლიათ გააკეთოთ სალათა, მოასხათ ლიმონის წვენი).
ვახშამი: ფაფის მეხუთე ნაწილი.
სუფთა წყლისა და მწვანე ჩაის (უშაქრო) მიღება შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით.
ასევე იხილეთ:
ვაშლის, ჰერკულესისა და ხაჭოს დიეტა – 10 დღეში მინუს 8-10 კგ
ბრინჯის სამდღიანი დიეტა
ერთკვირიანი კეფირის დიეტა – მინუს 4-6 კგ
ჰერკულესის დიეტა: ერთ კვირაში მინუს 4 კგ