ბრტყელი მუცლის დიეტის ამოცანაა - დაწვას ცხიმი წელის არეში და მოაწესრიგოს კუჭის მოქმედება. მუცლის დიეტა მოიცავს ჯანმრთელ კვებას და ფიზიკურ დატვირთვას.
სწორი კვება მუცლის დიეტის დროს:
1. უარი თქვით მარილზე.
2. გამორიცხეთ ალკოჰოლი.
3. მაქსიმალურად შეამცირეთ შემდეგი პროდუქტები: თეთრი პური, ღვეზელები, ტკბილეული.
4. ეცადეთ იკვებოთ ხშირად და ცოტ-ცოტა. იდეალურია დღეში 5-ჯერ, ყოველ 3-3,5 საათში ერთხელ.
5. თქვენს რაციონში უნდა იყოს ბევრი ფორთოხალი, ლიმონის წვენი, კრეს-სალათა.
6. გამორიცხეთ რაციონიდან ყავა, ჩაანაცვლეთ ის მწვანე უშაქრო ჩაით.
7. სვით დღეში არანაკლებ 1,5 ლიტრი წყალი (გაზის გარეშე).
მუცლის სამაგალითო დიეტა:
საუზმე: მაგრად მოხარშული კვერცხი, ერთი ნაჭერი გამომშრალი პური;
მეორე საუზმე: რამდენიმე ვაშლი ან ფორთოხალი.
სადილი: 250 გრ ქათმის თეთრი ხორცი კანის გარეშე ან 200-250 გრ თევზი, ბოსტნეულის სალათა.
სამხარი: ერთი თეფში ბოსტნეულის წვნიანი.
ვახშამი: 200-250 გრ გრილზე ან მშრალ ტაფაზე შემწვარი ხბოს ხორცი, ფორთოხალი.
მუცლის ვარჯიში:
დიეტის გარდა, მუცლის მოსაშორებლად აუცილებელია ერთი მარტივი ვარჯიშის შესრულებაც:
დაჯექით მოხერხებულად სკამზე, გაიმართეთ, მოხარეთ ფეხები, მიაბჯინეთ ტერფები იატაკს. ჩამოსწიეთ ნიკაპი დაბლა. გაშალეთ ხელები წინ. ამოისუნთქეთ. დაჭიმეთ მუცელი და ნელა გადაიზნიქეთ წინ. შეეცადეთ ხელებით შეეხოთ იატაკს. ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ მინიმუმ 3-ჯერ. ყოველდღიურად გაზარდეთ ვარჯიშის რაოდენობა ერთით.
ასევე იხილეთ:
ლამაზი მუცლის პრესის რამდენიმე წესი
ბრტყელი მუცელი: მოულოდნელი რჩევები
ლამაზი მუცლის გამოძერწვის 6 საიდუმლო