როგორც ვიკვებებით, ისე გამოვიყურებით – ეს ჭეშმარიტება და ცხოვრების კანონია. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ყველა ასაკს თავისი სპეციფიკური კვებითი ნივთიერებები სჭირდება.
25 წლამდე
რა ხდება 25 წლამდე? ფიზიკური შესაძლებლობების მხრივ, ამ ასაკში ორგანიზმი მაქსიმუმს აღწევს და ზედმეტი კილოგრამები ნაკლებად გროვდება. თუ მაინც მოიმატეთ წონაში, ძალიან მარტივად შეიძლება დაკლება კალორიების შეზღუდვით.
როგორ ვიკვებოთ
დილით ჭამის სურვილმა რომ არ გამოგვაღვიძოს, ამისათვის საღამოს, ძილის წინ, ვაშლი ან თბილი თაფლიანი რძე უნდა მივირთვათ. ჭამის სურვილის დათრგუნვას ხელს უწყობს ყოველ 1-1,5 სთ-ში შემთბარი, გაზგასული მინერალური წყლის დალევა. ასეთი სახით მიღებული მინერალური წყალი აფერხებს კუჭის წვენის გამოყოფას, ტუტე რეაქცია ანეიტრალებს მარილმჟავას და შიმშილის გრძნობა ითრგუნება.
მადის მოთოკვაში დაგვეხმარება წერტილოვანი მასაჟიც. საჩვენებელი და ცერა თითებით ერთდროულად ორივე ყურის ბიბილო უნდა დავიზილოთ. ამ არეში არსებობს ზონა, რომელიც მასაჟის შედეგად შიმშილის გრძნობას აქვეითებს. თუ ჭარბი წონის პრობლემა დგას, მაშინ ვახშამი დაძინებამდე სამი საათით ადრე უნდა მივირთვათ. არ უნდა ვეცადოთ, ხშირად მივირთვათ ტკბილეული და ასე დავთრგუნოთ მადა.
იხილეთ სრულად: reitingi.ge